სერგი კაპანაძე - იმაზე მარჩიელობა, დაძინებამდე ივანიშვილმა რა დაავალა სასამართლოს, უმადური საქმეა - თუ საღი აზრი ოდნავ აქვს შენარჩუნებული ხელისუფლებას, ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს

თუ საღი აზრი ოდნავ მაინც არის, თუმცა ამ ბოლო პერიოდში ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ეს საღი აზრი შენარჩუნებული აქვს ამ ხელისუფლებას, ნიკა მელია უნდა იყოს გათავისუფლებული,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

ამასთანავე, მისი განმარტებით, ნიკა მელიას საქმე არის სრულად პოლიტიკური საქმე და შესაბამისად, გადაწყვეტილებებიც პოლიტიკურად მიიღება, ამიტომ ძნელია იმის პროგნოზირება, რას გამოაცხადებს სასამართლო.

„ეს საქმე თავიდან ბოლომდე არის პოლიტიკური საქმე, შესაბამისად ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ამ საქმეზე მიიღება, არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამიტომ, იმაზე მარჩიელობა, გუშინ ღამე დაძინებამე ბიძინა ივანიშვილმა რა გადაწყვეტილება მიიღო და რა დაავალა სასამართლოს, არის სრულიად უმადური საქმე. მე მგონია, რომ თუ საღი აზრი ოდნავ მაინც არის, თუმცა ამ ბოლო პერიოდში ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ეს საღი აზრი შენარჩუნებული აქვს ამ ხელისუფლებას, ნიკა მელია უნდა იყოს გათავისუფლებული. ვნახავ, რა იქნება გადაწყვეტილება, ნებისმიერ შემთხვევაში, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ნიკა მელია დიდხანს ციხეში არ იქნება. ახლა იქნება, ხვალ იქნება თუ რამდენიმე დღისა და კვირის შემდეგ, ის აუცილებლად გათავისუფლდება,“- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მისივე თქმით, დასავლელი პარტნიორების დამოკიდებულება ამ მიმართულებით არის სრულიად მკაფიო და ცალსახა - ნიკა მელიას საპატიმროში დარჩენა არის სრულიად შეუძლებელი.

„ჩვენ ვიცით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები საქართველოში პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით, არის უკიდურესად მკაცრი, პრაქტიკულად, ორაზროვნება არ ყოფილა ამ განცხადებებში, ყველა ამბობს, რომ ნიკა მელიას საპატიმროში დარჩენა არის სრულიად შეუძლებელი. ზოგადად, ნიკა მელია და გიორგი რურუა არიან პოლიტიკური პატიმრები და ამ პოლიტიკური პროცესის ფარგლებში მათ გათავისუფლებაზე მიმდინარეობს საუბარი. რადგანაც ეს ხელისუფლება იქცევა ხელისუფლების შენარჩუნების ინტერესებიდან და არა ეროვნული ინტერესებიდან, აქედან გამომდინარე, მათ შეიძლება ნებისმიერი რამე გადაწყვიტონ, იმიტომ, რომ ივანიშილისთვის მნიშვნელოვანია ძალაუფლება შეინარჩუნოს, ვიდრე ის, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორების მოწონება დაიმსახუროს ან ის, რომ ქვეყანას ჰქონდეს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები,“- განაცხადა კაპანაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა