გიორგი ღვინიაშვილი - ნუ იფიქრებს ხელისუფლება, რომ ნიკა მელიას გათავისუფლებით კრიზისი ამოიწურება და დაგვავიწყდება რურუა ან ახალი არჩევნები

დღეს ნიკა მელია არის ჩვეულებრივი პოლიტიკური მძევალი და ნუ იფიქრებს ხელისუფლება, რომ მისი გათავისუფლებით ყველა კრიზისი ამოიწურება, დაგვავიწყდება რურუას თემა, ან რიგგარეშე არჩევნები, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი ღვინიაშვილმა ნიკა მელიას საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გააგრძელებენ ბრძოლას, რომ ხელისუფლებას დაათმობინონ ყველა საკითხი, რაც ქვეყნისთვის მნიშნველოვანია.

„გონივრული ხელისუფლება მელიას საერთოდ არ დაიჭერდა, მაგრამ თუ ეს ნაბიჯი გადადგა, შემდეგ მალევე გამოუშვებდა. ჩვენ არ გვაქვს იმედი ხელისუფლების გონივრულობის, მათი ბოლო დროს გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე. თუ მოხდა ასე და ეს ნაბიჯი გადაიდგმება, რა თქმა უნდა, იქნება პოზიტიური, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მელიას გათავისუფლებით ყველანაირი კრიზისი ამოიწურება. დღეს მელია არის ჩვეულებრივი პოლიტიკური მძევალი და ნუ იფიქრებს ხელისუფლება, რომ მელიას გათავისუფლებით ყველა კრიზისი ამოიწურება, დაგვავიწყდება რურუას თემა ან რიგგარეშე არჩევნები, ამიტომ გავაგრძელებთ ბრძოლას, რომ ხელისუფლებას დავათმობინოთ ყველა საკითხი, რაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშნველოვანია“, - აღნიშნა გიორგი ღვინიაშვილმა.

ღვინიაშვილი ასევე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, შესაძლოა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოლაპარაკებების მაგიდასთან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჩაანაცვლოს. მისი შეფასებით, ეს იქნება პირდაპირი გზავნილი, რომ ივანიშვილს არ უნდა მოლაპარაკებები და სიტუაციის განმუხტვა.

„თუ დადასტურდა, რომ ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ პარტიაში მთლიანად აიღებს ხელისუფლებას, ეს იქნება პირდაპირი გზავნილი, რომ ივანიშვილს არ უნდა მოლაპარაკებები და სიტუაციის განმუხტვა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა უცხოელ პარტნიორებთან, ქვეყნის შიგნით მოსახლეობასთან და გავზარდოთ მუხტი, რათა ამ რადიკალურად განწყობილ ადამიანებს, ღარიბაშვილის თამადობით, დავათმობინოთ ყველა ის საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან, რაც სასიცოცხლოდ მნიშნველოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა