რატი იონათამიშვილი - ჩვენი გუნდის ძლიერი მხარეა ის, რომ კონკრეტულ სახელსა და გვარებზე დამოკიდებული არ ვართ

ჩვენი გუნდის ძლიერი მხარეა ის, რომ კონკრეტულ სახელსა და გვარებზე დამოკიდებული არ ვართ - "ქართული ოცნება" ძლიერ ინსტიტუტებზეა დამოკიდებული, - ეს განცხადება უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა ფინანსთა მინისტრის თანამდებობიდან ვანო მაჭავარიანის გადადგომის შესახებ დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.

როგორც იონათამიშვილმა აღნიშნა ვანო მაჭავარიანთან ხშირად ჰქონდათ ძალიან ცხარე კამათი სხვადასხვა საკითხების ირგვლივ, თუმცა ასევე აქვს მასთან პოზიტიური თანამშრომლობის გამოცდილება.

"ირაკლი ღარიბაშვილის ლიდერობით აღმასრულებელი ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ქვეყნის ეკონომიკური სირთულეებიდან გამოყვანაზე. დარწმუნებული ვარ, მთავრობის ინიციატივები წარმატებული იქნება", - განუცხადა რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი თანამდებობას ტოვებს. შესაბამისი განცხადება მაჭავარიანმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მაჭავარიანი არ ასახელებს თანამდებობის დატოვების მიზეზს, მაგრამ განმარტავს, რომ პოსტიდან წასვლას ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გეგმავდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ წინ იყო კრიზისული ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურა, ასევე, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის დასრულების თაობაზე, გადაწყვეტილება რამდენიმე თვით გადადო.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა