დავით მათიკაშვილი - ჩვენ არ ვართ კონკრეტულ პიროვნებებზე დამოკიდებული სამთავრობო საქმიანობის არცერთი მიმართულებით

ჩვენ არ ვართ კონკრეტულ პიროვნებებზე დამოკიდებული სამთავრობო საქმიანობის არცერთი მიმართულებით, ეს არის ერთიანი გუნდი, დამოუკიდებელი ინსტიტუციები, რომლებიც ახორციელებენ მათზე დაკისრებულ ვალდებულებას,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ივანე მაჭავარიანის ფინანსთა მინისტრის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტის საქმიანობა პასუხია იმ გამოწვევებზე, რაც ქვეყანაში პანდემიის გამო დადგა.

„გვქონდა ძალიან აქტიური სამუშაო პროცესი ბევრ საკითხთან მიმართებით. იყო ცხარე კამათებიც, კონკრეტული გადაწყვეტილებებიც, ანუ, აქტიური მუშა პროცესი მისი მინისტრობის პერიოდში. მიზეზებზე, თვითონ ისაუბრებს.

კარგად ხედავთ ბატონი ღარიბაშვილის კაბინეტის საქმიანობას ეკონომიკური მიმართულებით - ეს არის პასუხი იმ გამოწვევებზე, რომელიც პანდემიის გამო დადგა ქვეყანაში. ფართოდ გაშლილი საქმიანობაა ინვესტორთა მოძიების კუთხით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციასთან დაკავშირებით, რომელმაც დამატებით უნდა განახორციელოს თანხების მობილიზება ბიუჯეტში“,- განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი თანამდებობას ტოვებს. შესაბამის განცხადებას მაჭავარიანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

მაჭავარიანი არ ასახელებს თანამდებობის დატოვების მიზეზს, მაგრამ განმარტავს, რომ პოსტიდან წასვლას ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გეგმავდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ წინ იყო კრიზისული ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურა, ასევე, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის დასრულების თაობაზე, გადაწყვეტილება რამდენიმე თვით გადადო.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა