პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილება შეიტანა და კულტურის კომიტეტის შექმნას მხარი დაუჭირა. მესამე მოსმენით დამტკიცებული პროექტის მიხედვით, პარლამენტში არსებულ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს კულტურის სფერო გამოეყოფა და ცალკე კომიტეტად ჩამოყალიბდება.
წინასწარი ინფორმაციით, კულტურის კომიტეტს დეპუტატი, პიანისტი ელისო ბოლქვაძე უხელმძღვანელებს. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ირაკლი მეზურნიშვილის კანდიდატურა განიხილება.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც ამჟამად კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა.