ოთარ კახიძე - თუ ირაკლი ღარიბაშვილის პირველი პრემიერობა იყო ასავალი, ეს იქნება დასავალი, ბოლო ჟამის პრემიერობა

ეს ერთ მდინარეში მეორეჯერ შესვლის მცდელობაა - ღარიბაშვილის პირველი პრემიერობა იყო ასავალი და ეს იქნება დასავალი, ბოლო ჟამის პრემიერობა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ოთარ კახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებაზე“ საკმაოდ მძიმედ მეტყველებს ის ფაქტი, რომ მათ ირაკლი ღარიბაშვილის გარდა პრემიერობის კანდიდატი არ ჰყავთ.

„მე მგონი ირაკლი ღარიბაშვილი, რომ ბრუნდება ეს ნიშნავს იმას, რომ შემცვლელის მოძებნა გაუჭირდათ, ყოველშემთხვევაში უკეთესი არჩევანი, როგორც ჩანს, მათ არ აღმოაჩნდათ იმიტომ, რომ ღარიბაშვილი უკვე იყო პრემიერ-მინისტრი და იყო ალბათ, არსებობდა კიდეც რაღაც მიზეზი, რის გამოც ის გადააყენეს. ეს ერთ მდინარეში მეორეჯერ შესვლის მცდელობაა - ღარიბაშვილის ფავორიტი გაზეთის სახელწოდება მახსენდება „ასავალ-დასავალი“, რომელიც ღიად პრორუსული მედიასაშუალებაა და თუ მისი პირველი პრემიერობა იყო ასავალი, ეს იქნება დასავალი, ბოლო ჟამის პრემიერობა. „ქართული ოცნების“ მმართველობა ღარიბაშვილის დროს ხასიათდებოდა პერმანენტული ძალადობით, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებზე, თავდასხმები ოფისებზე და ბატონი ღარიბაშვილის ხელწერაა აგრეთვე ის, რომ დააორგანიზეს სკოლის მოსწავლეებისთვის წამების ამსახველი კადრების ჩვენება რეგიონებში. საკმაოდ მძიმედ მეტყველებს, ჩემი აზრით, ეს „ქართულ ოცნებაზე“, რომ სხვა არჩევანი არ აქვთ, გარდა ირაკლი ღარიბაშვილისა“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობას ტოვებს და "ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა