ლევან გოგიჩაიშვილი - ბიძინა ივანიშვილს აღარ აინტერესებს რა ხდება სადღაც? - თუ აღარ აინტერესებს, მაშინ ხვალვე გახარია „დაბერტყავს“ ნახევარ მთავრობას

კითხვაზე, წავიდა თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან, ამის ფაქტობრივი მტკიცებულება არ არსებობს , - ამის შესახებ „ჩვენი საქართველოს - სოლიდარობის ალიანსის“ ლიდერმა ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად წავიდა პოლიტიკიდან და აღარ აინტერესებს რა ხდება, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მინისტრთა კაბინეტის ნახევარს ხვალვე გაათავისუფლებს თანამდებობებიდან.

გოგიჩაიშვილის განმარტებით, ხელისუფლებიდან წასვლა იმას ნიშნავს, რომ მიზიდულობის ცენტრი სხვაგან ჩნდება, თუმცა ასეთი სხვა მიზიდულობის ცენტრი დღეს ქართულ პოლიტიკაში არ არის.

„ხელისუფლებიდან რეალური წასვლა ნიშნავს, რომ მიზიდულობის ძალის ცენტრი შენ აღარ ხარ და სხვაგან ჩნდება ძალის ცენტრი, ეს ხელისუფლების ანაბანაა. ბუნებრივია, არ არსებობს ეს ძალის ცენტრი, გამომდინარე იმ მოზაიკიდან, რაც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა. ჩვენ დღეს ვნახეთ წერილი, რომელშიც არის მის კომფორტზე საუბარი, მან როგორ დაალაგა ყველაფერი სათავისოდ, იქ არაფერი არ წერია ხვალინდელ დღეზე, იქ წერია, რომ ეს შეძლო სათავისოდ. პირველ და მეორე წასვლას შორის თუ დაიწყებთ პარალელის გავლებას, განსხვავება არის კომფორტის სივრცე - იქ არაფერი არ იყო ისეთი, რაც მას კომფორტს შეუქმნიდა, დღეს ყველაფერი ამის მომასწავებელია, სასამართლო, პარლამენტი, მთავრობა, კონიუნქტურული ბიზნესი და თვითმმართველობა.

კითხვაზე, წავიდა თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან, ამის ფაქტობრივი მტკიცებულება არ არსებობს. თავის დროზე რომ წავიდა ერთ-ერთი რომის იმპერატორი დიოკლიტიანე, ბოსტანში კომბოსტოს ზრდიდა, ასე წავიდა ივანიშვილი? აღარ აინტერესებს რა ხდება სადღაც? თუ ეს აღარ აინტერესებს, მაშინ ხვალვე გახარია „დაბერტყავს“ ნახევარ მთავრობას.

მე კარგად ვიცი ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ბუნება და მე ამას ვერ შევეგუე, იმიტომ, რომ ვფიქრობ, ეს ამორალური მმართველობა იყო, როდესაც ეს იყო მორგებული სინდიკატის ფსიქოლოგიაზე და ეს არ იყო ინსტიტუციური მოწყობა, სადაც პარლამენტი და სასამართლო და მთავრობა ერთმანეთთან კანონის ფორმით ურთიერთობს. მთელი ეს ინსტიტუტები არის მის და მის ბიზნეს ინტერესებზე მორგებული“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა