ლევან გოგიჩაიშვილი - ბიძინა ივანიშვილის ვნებები არის ძალაუფლება და ხელისუფლება, ამიტომ არ მჯერა, რომ სადმე წავიდა - ის ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას

ბიძინა ივანიშვილის ვნებები არის ძალაუფლება და ხელისუფლება, ამიტომ არ მჯერა, რომ სადმე წავიდა. ის ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას. წავიდა და დამიტოვა ჩინჩალაძე? შოთაძე? კორპუმპირებული ეკონომიკის მინისტრი? არაფერი შეცვლილა, უბრალოდ, აღარ იქნება პარტიის თავმჯდომარე. მას უნდა, რომ დაივიწყოთ, მისი სახელი აღარ ახსენოთ, მას ეს კომფორტი არ ექნება - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" ყოფილმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილი რეალური ძალაუფლებისგან არსად წასულა.

„ყველაზე მნიშვნელოვანია ის, თუ სად იქნება ძალაუფლების ცენტრი. პარლამენტი არის ძალაუფლების ცენტრი? არა. არც მთავრობა, არც სასამართლო, არც პროკურატურა. შესაბამისად, ისევ ეს მოზაიკაა დალაგებული, რომ ყველა ადამიანი მასთანაა ანგარიშვალდებული. ეს ხომ არ არის სისტემა, სადაც საკონსტიტუციო წესებით ხდება ინსტიტუციებს შორის თანაარსებობა და ქვეყანა იმართება დადგენილი კონსტიტუციური წესებით. ეს წესები მან შეცვალა ბოლო სამი წლის განმავლობაში, შესაბამისად, მე ვფიქრობ, ის გაურბის მედიაში ხშირად მისი გვარის ხსენებას. მას ახლა უნდა კომფორტული სივრცე. წინა წასვლასა და ამ წასვლას შორის განსხვავება არის ის, რომ მაშინ არ იყო კომფორტულად და დღეს კომფორტულადაა. ახლა უნდა, რომ მედიაში ის, როგორც პასუხისმგებელი ადამიანი, არ იყოს აღქმული. ამიტომ ცდილობს ყველანაირად გავიდეს კულუარებში, რომ მისი გვარი არავინ ახსენოს და თან ქვეყანა მართოს. ეს კომფორტი მას არ უნდა შევუქმნათ", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის მემკვიდრეობა არის მძიმე.

„ეს არის ავგიას თავლა, რომელიც გასაწმენდია. მან დატოვა ვერტიკალში მყოფი დამორჩილებული სასამართლო, კორუმპირებული პროკურატურა და ქვეყანა. მასობრივი კორუფცია დატოვა, დატოვა უპერსპექტივობა, სიღარიბე. შესაბამისად, უბრალოდ ახვიდე და წახვიდე არ გამოვა, პასუხისმგებლობაა საჭირო.

მან დატოვა ისევ ის მოცემულობა - „ნაცონალური მოძრაობა" არსად წასულა. მან თავისი მისია ვერ შეასრულა", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა