ირმა ნადირაშვილი - „კარტოგრაფების საქმეში" ღარიბაშვილის გამოჩენა უდავოს ხდიდა ამბავს, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორებისათვის სჭირდებოდათ  ადამიანების დაკავება

ღარიბაშვილის განცხადებას, შეიძლება მოჰყვეს დაკავების სერია",-ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა, ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, რომელიც ე.წ. კარტოგრაფების საქმეს გამოეხმაურა.

ნადირაშვილის თქმით, აღნიშნულ საქმეში თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობა თავიდანვე უცნაური იყო.

„თავდაცვის მინისტრის მონაწილეობა იმთავითვე ძალიან უცნაური იყო ამ კარტოგრაფების საქმეში. ჩვენ ვიცით, რომ მას მისივე განცხადებით, რუსეთიდან მიაწოდეს ეს რუკები და თავიდანვე, ღარიბაშვილის აქ გამოჩენა უდავოს ხდიდა ამბავს, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორებისათვის სჭირდებოდათ ამ ადამიანების დაკავება.

ახლა ისინი ცდილობენ, რომ უფორ ღრმად შევიდნენ საკითხში და იპოვონ დამკვეთები, ესეც პოლიტიკური მასკარადის გაგრძელებაა და საერთოდ, თავისთავად, ღარიბაშვილის მოწოდებები გასაგებია, რომ ივანიშვილის პროკურატურისათვის ალბათ რაღაცას ნიშნავს, მაგრამ თავიდან ბოლომდე ერთ-ერთი ყველაზე კომიკური ადამიანია ამ პროცესში.

ღარიბაშვილის განცხადებას, შეიძლება, რა თქმა უნდა მოჰყვეს დაკავების სერია. თავიდანვე ალბათ ამისთვის იყო გამიზნული ამ საქმის წამოწყება, რომ შემდეგ მაღალი პოლიტიკური პირები ჩაერიათ ამ საქმეში. მათ უკვე ჰყავთ ორი მძევალი, მაგრამ მე არ ვიცი რამდენად შორს წავლენ და დააკავებენ თუ არა უფრო მაღალი თანამდებობის პირებს“, - განაცხადა ნადირაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯის საქმეზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა არიან დაკავებულები. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებით.

ე.წ. დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოიკითხა.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „რადიკალურ ოპოზიციას” აქვს მცდელობა დავით გარეჯის საქმეში საკუთარი დანაშაული დაფაროს.

როგორც ღარიბაშვილმა გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიცია ცდილობს, აღნიშნულ საქმეს “კარტოგრაფების საქმე” დაერქვას.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა