ლევან გოგიჩაიშვილი - „ქართულ ოცნებაში“ ვინც დარჩა, ყველა ფულს აკეთებს - "მაფიური კლანიდან" მარტივად ვერ მიდიხარ

„ერთიანი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ბევრმა დეპუტატმა დღემდე იმიტომ ვერ დატოვა, რომ მათი კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობის შესახებ კომპრომატები არსებობს.

როგორც გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, „მაფიური კლანიდან“ ასე მარტივად ვერ გამოხვალ.

„ხალხი იმიტომ მიდის პოლიტიკაში, რომ საქმე აკეთოს. თუ საქმეს ვერ გავაკეთებ, რა მინდა მე ? ფულის საკეთებლად არ ვყოფილვარ „ქართულ ოცნებაში“, ფული აკეთეს ჩემმა კოლეგებმა. ყველას ვგულისხმობ, ვინც დარჩა „ქართულ ოცნებაში“, ყველა ფულს აკეთებს. ზოგი აკეთებდა რამდენიმე მილიონს, ზოგი აკეთებდა რამდენიმე ათასს. ბევრი მაგიტომ ვერ წამოვიდა „ქართული ოცნებიდან“, რომ მათზე ბევრი მასალები დევს დღემდე, რომ ისინი იყვნენ კორუფციაში ჩართულები. ასე მარტივი „ქართული ოცნებიდან“ წამოსვლა... მაფიური "კლანიდან" ასე მარტივად ვერ მიდიხარ, არავინ არ გაგიშვებს“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

საერთო პოლიტიკური ვითარების შეფასებისას დამოუკიდებელმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ სანამ ქართველი ამომრჩევლის ხმები სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის ნაწილდება, ქვეყანას მომავალი არ აქვს.

„არაფერი ამ ქვეყანაში არ განვითარდება, არც პოლიტიკა განვითარდება და არც ეკონომიკა გაძლიერდება - სანამ ამომრჩეველი ამ ორ ადამიანს შორის აკეთებს არჩევანს, ეს ქვეყანა იქნება მუდამ ჩამორჩენილი. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის ამ მიმართულებითაც აქცენტირება იმიტომ, რომ, საერთო ჯამში, რომ გადახედო, მაინც 60%-მდე ელექტორატი აქ არის გახლეჩილი. უბედურებაა, რომ ჩვენი ამომრჩეველი ამ არჩევანს აკეთებს, ყველაზე არაესთეტიურ და საკუთარი მომავლისთვის ყველაზე ცუდ არჩევანს, იმიტომ რომ ორ დიქტატორს შორის ირჩევს, რომელთა შორის განსხვავება არის მხოლოდ სისასტიკის ხარისხში, დანარჩენი პრინციპი, რომ ქვეყანა გაღარიბდეს, წინ არ წავიდეს, ყველაფერზე მათმა ახლობლებმა დაამყარონ კონტროლი. კორუფცია იქნება, ფულის შოვნა თუ სხვა მძიმე პროცესები, რაც ქვეყნის განვითარებას ხელს უშლის, ამით ერთმანეთს გვანან. პროკურატურა იყო სააკაშვილის მონურ მორჩილებაში, ახლაც არის ივანიშვილთან იმავე მიმართებაში; რასაც ეტყვიან სასამართლოს, იმას გააკეთებ; განსხვავება არის სისასტიკის ხარისხში, სააკაშვილი იყო მანიაკი, მოძალადე და ეს ნაკლები ძალადობით, მაგრამ იგივე პროცესს ახორციელებს. შედეგს ქვეყანა იღებს სიღარიბეს და ერთ ადგილს ვტკეპნით უკვე რამდენი ხანია. ასე გაგრძელდება, ვიდრე ამომრჩეველი არ მიხვდება, რომ სხვა არჩევანი უნდა გააკეთოს, იმ ხალხში უნდა გააკეთოს არჩევანი, ვისაც დათმობა შეუძლია და არ აქვს მიდრეკილება ხელისუფლებაში მანიაკალური ლტოლვის,“- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა