თამარ ჩუგოშვილი - თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა და ვერც ვადამდელ არჩევნებს მიაღწევს, ქუჩის ოპოზიციად დარჩება - ამომრჩევლებს უნდოდათ ისინი პარლამენტში ყოფილიყვნენ

მეც ოპოზიციის ამომრჩეველი ვარ და მათ ხმა იმიტომ მივეცი, რომ მინდოდა პარლამენტში ყოფილიყვნენ - მერწმუნეთ, ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს ასე, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა თამარ ჩუგოშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა “ნიუსრუმში“ განაცხადა.

ჩუგოშვილის შეფასებით, თუკი ოპოზიცია პარლამენტში არ შევა და ვერც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მიაღწევს, ასეთ შემთხვევაში, ოპოზიცია ქუჩის ოპოზიციად დარჩება, ხოლო ხელისუფლებას აღარაფერი დააბალანსებს. ჩუგოშვილის აზრით, ეს არის მოცემულობა, როდესაც ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სახით, ყველაზე ცუდი პროცესებია მოსალოდნელი.

ამასთან, “ნიუსრუმის“ სტუმარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხარეებს შორის ვადამდელ არჩევნებზე შეთანხმების შემთხვევაშიც კი, მთელი რიგი პროცესებია ჩასატარებელი, რაც ცესკოს ხელახალ დაკომპლექტებასა და საარჩევნო წესების შეცვლას გულისხმობს და პირველ რიგში, სწორედ ეს უნდა გამოსწორდეს. ამ კონტექსტში ჩუგოშვილი აცხადებს, რომ მოქმედმა ცესკომ ვერანაირად ვერ გააჩინა განცდა იმისა, რომ საარჩევნო პროცესს სწორად წარმართავდა, რითაც ოპოზიციას მისცა საფუძველი იმისა, რომ ქვეყანაში ასეთი მძიმე პოლიტიკური მოცემულობა იყოს.

“ოპოზიცია ფიქრობს, რომ ვადამდელ არჩევნებს მიაღწევს, თუკი ახლა არ შევა პარლამენტში, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, ეს რამდენად არის გარანტირებული. დღეს არის ასეთი მოცემულობა - ყველა მნიშვნელოვანი გარე აქტორის მხრიდან ოპოზიციის მიმართ არის მოწოდება: გავიგეთ, რომ არჩევნები ცუდად ჩატარდა, ეს არის ცუდი და უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რომ ეს გამოსწორდეს, მაგრამ ევროპარლამენტი, აშშ-ი, ეუთო, ევროსაბჭო ოპოზიციას მაინც მოუწოდებს, რომ პარლამენტის გზით იარონ. მეორე გზა არის, რომ შეიძლება გარედან მოგიწოდონ პარლამენტში შესვლაზე, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია საზოგადოების დამოკიდებულბა, ის თუ რას ფიქრობს ხალხი. თუკი ხალხის უდიდესი ნაწილის მოთხოვნაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რადგან ჩატარებულმა არჩევნებმა მათი ნება არ გამოხატა, მაშინ ეს საზოგადოების მხრიდან სხვადასხვა ფორმით უნდა გამოიხატოს. მხოლოდ პარტიის აქტივისტების შეკრება ამისთვის საკმარისი არ არის - ეს სხვა ფორმებითა და მასშტაბით უნდა გამოჩნდეს. ჩემი განცდააა, რომ დღეს მოსახლეობას ყველაზე მეტად არასტაბილურობის, მძიმე კრიზისებისა და დესტაბილიზაციის ეშინია. მთავარი შიში არის დესტაბილიზაციის შიში. ამიტომ ამ მოცემულობაში, როდესაც არ არის გარე მხარდაჭერა, ხოლო ქვეყნის შიგნით არის დესტაბილიზაციის შიში, ეს რამდენად დაეხმარება ოპოზიციას, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოახერხონ, არ ვიცით“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა