თამარ ჩუგოშვილი - ცესკომ უნდა გაიგოს, რომ გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია და ციხით მთავრდება - თუ არ გავაკეთებთ იმას, რაც კანონში წერია, ამ წრიდან ვერ გამოვალთ

არავის ციხეში ჩასმა და პასუხისმგებლობაში მიცემა არ მიხარია, მაგრამ ცესკომ, მისმა წევრებმა უნდა გაიგონ, რომ გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია და მსგავსი რამ ციხით მთავრდება, - ამის თაობაზე პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა “ნიუსრუმში“ განაცხადა.

ჩუგოშვილის თქმით, ჩანს ისეთი დარღვევები, როგორიცაა ბიულეტენების ჩაყრა, ხელმოწერების გაყალბება, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.

„თუ არ გავაკეთებთ იმას, რაც კანონში წერია, ამ წრიდან ვერ გამოვალთ. ცესკოს სრულიად დაკარგული აქვს საზოგადოების ნდობა. ამას გულისტკივილით ვამბობ, რადგან ცესკოს დამოუკიდებელი საკონსტიტუციო ორგანოა, უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი, რომლის სწორი ფუნციონირება ქვეყანას ჰაერივით სჭირდება. სამწუხაროდ, მოიქცნენ ისე, რომ მათ მიმართ ნდობა ჩამოიშალა“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა