სერგო რატიანი - ხელისუფლებას მოვუწოდებ, შეწყვიტონ კერძო კომპანიების პოლიტიკურ მძევლად ყოლა და არჩევნებამდე უზრუნველყონ დავალიანების სრული გასტუმრება

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის ოლქში, სერგო რატიანი, „ჯორჯიან მანგანუმის“ მიერ ქვეკონტრაქტორებისთის თანხის არგადახდასა და ჭიათურის მერის მიერ ქვეკონტრაქტორებზე შესაძლო ზეწოლაზე საუბრობს.

რატიანის თქმით, „ჯორჯიან მანგანუმს“ ფაქტობრივად ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი მართავს, რომელიც არ უხდის თავის ქვეკონტრაქტორებს კუთვნილ თანხებს და მათ გადახდას არჩევნების შემდეგ ჰპირდება. რატიანი ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტონ კომპანიების პოლიტიკურ მძევლად აყვანა და უზრუნველყონ დავალიანების სრული გასტუმრება.

„ჩემი ინფორმაციით, ჭიათურაში ჯორჯიენ მანგანუმმა“ და ქვეკონტრაქტორ კომპანიებს შორის საშუამავლო კომპანიამ შპს „ემ-ენ ლოჯისტიკმა“ ქვეკონტრაქტორი 80 კომპანიიდან დახლოებით 60 კომპანიას მხოლოდ ნაწილობრივ ჩაურიცხა მათი კუთვნილი თანხები. ამ დროისთვის დავალიანება შეადგენს დაახლოებით 3 მილიონ ლარს. საზოგადოებას მოეხსენება, რომ „ჯორჯიენ მანგანუმში“ შესულია სახელმწიფო მმართველი, ფაქტობრივად კი, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი მართავს და მის ირგვლივ აწყობილია კორუფციული სქემა. არჩევნების წინ ხელისუფლება „ჯი ემს“ იყენებს ბიზნესზე ზეწოლისათვის. ჩვენ ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ ჭიათურის მერი გივი მოდებაძე პირადად ხვდება „ჯი ემის“ რიგ ქვეკონტრაქტორებს და მათზე ზეწოლას ახორციელებს. 60-მდე კომპანის მიმართ არის შემდეგი განცხადება - სრულად მათ კუთვნილ თანხებს მიიღებენ მხოლოდ არჩევნების დასრულების შემდეგ. მოვუწოდებ ხელისუფლებას, შეწყვიტონ კერძო კომპანიების პოლიტიკურ მძევლად ყოლა და უზრუნველყონ დავალიანების სრული გასტუმრება არჩევნებამდე“, - განაცხადა რატიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას