გია ვოლსკი - თუკი ვანო ჩხარტიშვილია ის, ვინც "ციხის კადრების" გამოვლენას ხელი შეუწყო, მადლობა უნდა ვუთხრათ

თუკი ვანო ჩხარტიშვილი, ან ნებისმიერი ადამიანი არის ის, ვინც "ციხის კადრების" გამოვლენას ხელი შეუწყო, რასაკვირველია, მადლობა უნდა ვუთხრათ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს მედიაში გავრცელებული ვანო ჩხარტიშვილისა და ლადო ბედუკაძის აუდიოჩანაწერის შინაარსთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განუცხადა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში საქმე გვქონდა "სადიზმთან" და აუცილებელია წამებაში მონაწილე ყველა პირმა პასუხი აგოს.

"მინდა მაგალითი მოვიყვანო - ვიხილეთ სავალალო ფაქტი, სცენა, როდესაც ყავარჯნებზე შემდგარი ადამიანი აუპატიურებს მეორე ადამიანს, "ნაციონალური მოძრაობის" პერიოდის ძალოვანი სტრუქტურების დავალებით, ასევე, უამრავი სხვა კადრის რომელიც მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანებს აწამებენ. ასეთი კადრებიც რომ არ იყოს, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ გაცილებით მძიმე დანაშაულები ხდებოდა ციხეში, ვიდრე ამ პატარა, რამდენიმე კადრმა ჩაიტია. მთელი "ნაცმოძრაობის" და მისი ტელევიზიების რესურსები არის მიმართული იქეთკენ, საიდან მოხვდა, ვინ გააკეთა ეს კადრი, ვინ შეუკვეთა და არა იმ უბედურებასა და საშინელებაზე, რომელიც ამ კადრებზეა ასახული. თუ საჭირო იქნება, გამოიკითხოს ჩხარტიშვილი. თუკი ვანო ჩხარტიშვილი ან ტვ "პირველის" მფლობელი წერეთელი, მე, ან ნებისმიერი გვარის ადამიანი არის ის, ვინც ამის გამოვლენას ხელი შეუწყო, რასაკვირველია, მადლობა უნდა ვუთხრათ, ვინც არ უნდა იყოს, ვანო ჩხარტიშვილი, თუ სხვა.

გაცილებით მეტი ხალხია დასასჯელი "სადისტობისთვის", ვიდრე დღეს დასჯილია. მეტ ადამიანს უნდა მოეთხოვოს პასუხი და არა მარტო ზედამხედველებს, ვინც ამ წამებაში ფიზიკურად მონაწილეობდა. დავალებების მიმცემნიც დამნაშავეები არიან. ძალიან ბევრი დაპატიმრებული იყო, არის, კიდევ იხდის სასჯელს, ბევრი გაქცეულია.

კადრებთან დაკავშირებით საუბარი, ნამდვილია თუ არა კადრი, არაფერს ნიშნავს იმ რეალურ ფაქტთან შედარებით, რაც საქართველოში ხდებოდა, იმ სისხლის რაოდენობასთან, დამცირებასთან, წამებასთან, თუნდაც მოკვდინებასთან. ვინ გადაიღო ის კადრები თუ არა თავად "ნაციონალურმა მოძრაობამ", როდესაც ციხის ბუნტს აშუქებდნენ? წინასაარჩევნო პერიოდში შემოაქვთ გარკვეული თემები, აბა, რა ქნან, ხომ არ დახრიან თავს? ფაქტი ხომ იცის ხალხმა რასთან გვქონდა საქმე - საქმე გვქონდა "სადიზმთან". რამდენიმე საქმემ მიაღწია სტრასბურგამდე და საქართველოს ძალიან დიდ მინუსში დაუბრუნდა უკან, როგორ დასტური იმისა, რომ ადამიანებს აწამებდნენ კიდევაც და სიცოცხლესაც ართმევენ",- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, "ტვ პირველის" ინფორმაციით, ჩაატარა ჟურნალისტური გამოძიება, რომლითაც დგინდება, რომ ე.წ. ციხის კადრების გავრცელების დამფინანსებელი ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი იყო. ტელეკომპანიამ გაავრცელა აუდიო ჩანაწერიც, რომელშიც მათივე ინფორმაციით, ერთმანეთს ვანო ჩხარტიშვილისა და ლადო ბედუკაძის საუბარია ასახული. გავრცელებული აუდიოფაილების მიხედვით, ვანო ჩხარტიშვილი აღიარებს, რომ კადრების გავრცელებას პოლიტიკური მიზანი ჰქონდა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა