დავით ბაქრაძე - 31 ოქტომბერი არის თქვენი შანსი, რომ შეცვალოთ ცხოვრება უკეთესობისკენ

ჭიათურაში მერიის შენობის წინ “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატმა საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის ოლქში სერგო რატიანმა მოსახლეობასთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა, რომელსაც პარტიის ლიდერი დავით ბაქრაძე ესწრებოდა.

როგორც რატიანმა განაცხადა ჭიათურის მერი უნდა გადადგეს.

„ამოცანა, რომელიც გვექნება 31 ოქტომბერს მერი, როგორც ჩვენ წინა არჩევნებზე ვთქვით, უნდა გადადგეს. იმიტომ, რომ აქ არის კორუფცია და აკეთებენ ფულს მაშინაც კი, როცა ადამიანებს უჭირთ“,- განაცხადა რატიანმა.

პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ შეხვედრაზე აღნიშნა:

“31 ოქტომბერი არის თქვენი, რომ ცვლილებები და უკეთესობა მოითხოვოთ. 31 ოქტომბერი არის თქვენი შანსი, რომ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ, ამიტომ ვისაც ჰგონია, რომ არაფერი არ შეიცვლება ან არ უნდა, რომ რამე შეიცვალოს ის ადამიანი წავიდეს არჩევნებზე და #41 შემოხაზოს ან ნუ წავა არჩევნებზე და მის ხმას თავად წაიღებენ.

ვისაც ცვლილება უნდა, ვისაც დღევანდელი გაჭირვება აღარ მოსწონს, ვისაც ეს პრობლემები აღარ მოსწონს, ვისაც არ მოსწონს ის, რომ ქვეყანაში ყოველდღე მატულობს უმუშევრობა, სიღარიბე, ფასები ამ ყველაფრის შესაცვლელად არის ერთადერთი გზა ეს არის 31 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლა და ხმის მიცემა და შეცვლა”, - განაცხადა ბაქრაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას