დავით ჭიჭინაძის განცხადებით, 30 წელია საქართველოში ძარცვის მეტი არაფერი ხდება

"ტრიბუნას" ლიდერის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, 30 წელია საქართველოში ძარცვის მეტი არაფერი ხდება.

მისივე თქმით, სწორედ რიგითმა ადამიანებმა უნდა გადაწყვიტონ, ვინ გაძარცვა და ვინ არის დასასჯელი.

"გამოვიდეს ხალხის წინაშე ვანო ჩხარტიშვილი და დაამტკიცოს, რომ ხალხი ღირსი იყო როდესაც მათ ანაბრებს იპარავდა; ან თუნდაც ქალბატონი თურნავა თუ დაამტკიცებს, რომ მას არანაირი დანაშაული არ აქვს ჩადენილი ქვეყნის წინაშე, მაშინ არც მათ დასჯას მოვითხოვთ და არც დაპატიმრებას! აი ამიტომ ვამბობთ სახალხო ტრიბუნიდან - სახალხო ტრიბუნალამდე! 30 წელია ამ ქვეყანაში ძარცვის მეტი არაფერი ხდება; თუ რამის პრივატიზება მოხდა, ეს მხოლოდ ძარცვის პრივატიზაცია იყო, რადგან ნებისმიერ სფეროს, სადაც არ უნდა გავიხედოთ, სასარგებლო შედეგი არც ხალხისთვის და არც სახელმწიფოსთვის არ დამდგარა.

პოლიტიკური ძალები ყველა არჩევნების წინ ატყუებენ ამომრჩეველს და მერე ბიუჯეტის მოპარვის და საკუთარი გამდიდრების გარდა არაფერს აკეთებენ; შედეგი კი არის ის რომ: მარტო ჩვენი ვალი 19 მილიარდია;

ათიათასობით გაღარიბებული და ასიათასობით უმუშევარად, უსახსროდ დარჩენილი ადამიანი; გამდიდრებული ჩინოვნიკების მცირე ჯგუფი, რომელიც პერიოდულად, როდის როგორ აწყობთ, ხან ერთ სახელისუფლო გუნდში არიან წინა რიგებში, ხანაც - მეორე. და მათი პირადი ინტერესი თუ არ იკვეთება, იქ სახელმწიფოებრივი საერთოდ არ აინტერესებთ; აი სწორედ მათთან მიმართებაშია სახალხო ტრიბუნალი ჩასატარებელი! სწორედ რიგითმა ადამიანებმა უნდა გადაწყვიტონ, ვინ გაძარცვა და ვინ არის დასასჯელი. მითუმეტეს მაშინ, როდესაც არცერთი მოსამართლე და პროკურორი გამოძიებას არ ატარებს. ოღონდ ისე არა, სახალხო მილიონებს რომ მოიპარავენ, ერთი წელი ჩაჯდებიან ციხეში, მერე გამოვლენ და პოლიტპატიმრებად გვამადლიან თავებს! და არც არანაირი ე.წ. საქმის ხანდაზმულობა! იმიტომ, რომ ყველა ამ ფაქტს ადამიანების სიცოცხლეები შეეწირა...აი ამიტომ, სახალხო ტრიბუნიდან - სახალხო ტრიბუნალამდე", - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ, რომლის კომენტარსაც "ტრიბუნას" პრესსამსახური ავრცელებს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა