სერგო რატიანი - ხელისუფლება დირექტორებს, რომლებსაც პოლიტიკურად არასაიმედოდ თვლის, უფლებამოსილებას უწყვეტს და საჩვენებლად სჯის

საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის ოლქში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის, სერგო რატიანის განცხადებით, ხელისუფლების მიერ სკოლის დირექტორებზე ზეწოლა გრძელდება. მისი თქმით, ხელისუფლება მათთვის პოლიტიკურად არასაიმედო დირექტორებს გაურკვეველი მიზეზებით ათავისუფლებს.

სერგო რატიანი განათლების სამინისტროს მოუწოდებს, განმარტოს, რის საფუძველზე გაუგრძელდა სკოლის დირექტორთა მხოლოდ ნაწილს ხელშეკრულება.

„ხელისუფლება განაგრძობს ფართომასშტაბიან ზეწოლას სკოლის დირექტორებსა და მასწავლებლებზე. იმ დირექტორებს, რომლებსაც პოლიტიკურად არასაიმედოდ თვლის, უფლებამოსილებას უწყვეტს და საჩვენებლად სჯის. ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო აგონიაშია, რისი დადასტურებაცაა თიანეთის რეგიონის 7 საჯარო სკოლის დირექტორთან უფლებამოსილების ვადის გასვლით გამოწვეული გათავისუფლება.

თბილისის მასშტაბით, სექტემბრის დასაწყისში 110 (177-დან) სკოლის დირექტორს, რომელთაც გაუვიდათ უფლებამოსილების 6-წლიანი ვადა, შეუწყდათ ხელშეკრულება, თუმცა მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე სამინისტროს გადაწყვეტილებით შერჩეულ კადრებს ხელშეკრულება გაუგრძელდათ. სკოლის მიღმა დარჩა დაახლოებით დირექტორთა ნახევარი - პროფესიონალი კადრი, მრავალწლიანი გამოცდილებით.

პროცესი, რომელიც დაიწყო თბილისით, მთელ საქართველოში გრძელდება. საქმე გვაქვს შერჩევით სამართალთან, რითაც დაზარალდა კონკრეტული ადამიანები და შეილახა მათი პროფესიული იმიჯი. მივმართავ განათლების მინისტრს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განმარტება, რის საფუძველზე განახორციელა დისკრიმინაციული ქმედება, რაც გამოიხატა გადაწყვეტილებით, რომ სკოლის დირექტორებიდან მხოლოდ გარკვეულ ნაწილს გაუგრძელდა ხელშეკრულება. მეორე - საარჩენო პერიოდში გამოაცხადოს მორატორიუმი საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებული ადამიანების თანამდებობრივი უფლებამოსილების შეჩერებაზე. ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსპექტირებასა და აუდიტზე.

მინდა, კიდევ ერთხელ, განვმარტო, რომ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის ქალბატონი ია კერზაიას საქმის შესაბამისი კვალიფიკაციის გარეშე დატოვებამ მოგვცა ის შედეგი, რომ წინასაარჩევნოდ ხელისუფლება აქტიურად აგრძელებს საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებული ადამიანების ტერორს“, - აცხადებს რატიანი.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა