ბრიტანული კომპანია Survation, ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის დაკვეთით, ბათუმის, ხაშური-ქარელის, ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაურის, სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის, წალენჯიხა-ჩხოროწყუ-მარტვილი-აბაშის და ამბროლაური-ონი-ცაგერი-ლენტეხი-მესტიის ოლქებში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს 84% დარწმუნებულია რომ მასში მონაწილეობას მიიღებს, 7% აცხადებს, რომ არ მიიღებს მონაწილეობას, ასევე 50/50-ს ამბობს 7%, 2% კი აცხადებს, რომ არ მიიღებს მონაწილეობას.
კვლევის თანახმად, ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურის ალბათობა იკვეთება.
კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას ? ამავე ოლქში ამომრჩევლის სიმპატიები ასეა გადანაწილებული:
რუსლან კონცელიძე („ქართული ოცნება“)- 47%
ლევან ვარშალომიძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)-39%
მარიამ ჯაში ( ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი)-4%
ზაურ გაბაიძე (პატრიოტთა ალიანსი)-3%
ირაკლი კუპრაძე („ლელო“)-3%
არმაზ ახვლედიანი („ევროპული საქართველო“-1%
რომან ჯიქია („თავისუფალი საქართველო“)-1%
სხვა მაჟორიტარობის კანდიდატი-2%
ცნობისთვის, კვლევისთვის საველე სამუშაოები 2020 წლის 16-29 სექტემბერს ჩატარდა და რესპონდენტები შეირჩნენ ასაკის, სქესის, გეოგრაფიის მიხედვით.
ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.