მარიამ ჯაშმა ინიციატივა წარმოადგინა, რომელიც გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის შეღავათებს ითვალისწინებს

„ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა მარიამ ჯაშმა პარტიის ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის, ჯამბულ ნაჭყებიას ინიციატივა წარმოადგინა, რომლის თანახმად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას, კანონის დონეზე დაუწესდება იგივე შეღავათები, რასაც საქართველოს კანონი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ ითვალისწინებს.

მისი თქმით, ფრაქცია „ჩვენი საქართველო-დამოუკიდებელი დეპუტატები“ აღნიშნულ ინიციატივას მომდევნო კვირაში ახალი კანონპროექტის სახით დაარეგისტრირებს.

„საუბარია შემდეგი ძირითადი სოციალური შეღავათების დაწესებაზე: ყოველთვიური დანამატი პენსიონერებისა და სოციალური პაკეტის მიმღებებისათვის 20%-ის ოდენობით;

სახელფასო დანამატები სახელმწიფო კლინიკებში დასაქმებული კადრებისა და საჯარო სკოლებისა და კოლეჯების პედაგოგებისათვის.

ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა და ყოველთვიურად 100 კვტ.სთ-მდე მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის 50%-ით ანაზღაურება; პირველი ბავშვისა და მეორე ბავშვისათვის ყოველთვიური 100 ლარის დახმარება 1 წლის განმავლობაში, მესამე და ყოველი შემდგომი ბავშვისათვის – 2 წლის განმავლობაში 200 ლარის ფულად დახმარება, ფიზიკური პირებისა და მეწარმეებისათვის საგადასახაო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათები,"- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ინიციატივის თანახმად, დროებით სამთავრობო კომისიას დაევალება ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლების სრული ჩამონათვალისა და შესაძლო შეღავათების პაკეტის განსაზღვრა.

ზუგდიდის მაჟორიტარობის დეპუტატის ჯამბულ ნაჭყებიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა დააწესოს დამატებითი შეღავათები 500 კმ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობისათვის.

„გამყოფ ხაზთან ცხოვრება ამძაფრებს სიღარიბეს, ჩიხშია მოქცეული ადგილობრივი ეკონომიკა. ხშირია ადგილობრივი მოსახლეობის გატაცებისა და დაჯარიმების ფაქტები. 2009 -2019 წლებში, ე.წ. „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის“ ბრალდებით, საქართველოს 3170 მოქალაქე დააკავეს და საერთო ჯამში მშვიდობიანი მოქალაქეების გათავისუფლების სანაცვლოდ დაახლოებით 292 000 ლარია გადახდილი. სამწუხაროდ, გამყოფ ხაზთან მცხოვრებ ჩვენს მოსახლეობას სათანადოდ ვერ იცავს სახელმწიფო, მაგრამ ისინი იცავენ ჩვენს სამშობლოს და იმსახურებენ არსებულთან ერთად დამატებით შეღავათებს,"- აღნიშნა მან.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა