დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, სააკაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტია და ქართულ პოლიტიკაში ჩარევას ვერავინ აუკრძალავს

პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტია, ქართულ პოლიტიკაში ჩარევას ვერავინ აუკრძალავს.

როგორც ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში პოლიტიკურ პროცესებში სააკაშვილის ჩარევა ყოველთვის დესტრუქციას იწვევს და ეს არც თავად მისთვისაა წარმატებული.

„მას უკრაინაში არ აქვს მაღალი პოლიტიკური თანამდებობა. ის არის უკრაინის მოქალაქე, მაგრამ ის არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი. მას ვერავინ აუკრძალავს ჩარევას. თუმცა მისი ჩარევა ყოველთვის გარკვეულ დესტრუქციას იწვევს. ეს არასასიამოვნოა. ვერ ვიტყვი, რომ მის ჩარევას რაიმე წარმატება მოაქვს მისთვისაც კი. ასე რომ, მე არ ვიცი, რას აპირებს, როგორ აპირებს. კარგი იქნება, თუ ჩამოყალიბდება. ცოტა უხერხულობას მიქმნის, რომ ჩვენი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი გაურკველობაშია, რომელი ქვეყნის პრემიერი გახდეს, რომელი ქვეყნის პოლიტიკაში ჩაერიოს. ჩემთვის ეს ცოტა არასასიამოვნოა. მისი გადასაწყვეტია, როგორ მოიქცევა და რამდენად შეურაცხყოფას მიაყენებს თავის თავს და თავის ქვეყანას”,- განაცხადა ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ ტელეკომპანია „პირველის” ეთერში კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად განიხილონ, სააკაშვილმა თქვა, რომ „როგორ იქნება და რა იქნება, ამას გაარკვევს ქართველი ხალხი”.

მისივე თქმით, შესაძლოა, ის ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში პრემიერობის კანდიდატი იყოს.

„მე ვარ ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელი უკრაინაში. ამიტომ, საუბარი იმაზე, რომ მე ახლა ვიღაცას შევატენო ჩემი თავი რაღაცის კანდიდატურად, სასაცილო და დამაბნეველია”,- განაცხადა სააკაშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა