რომან კაკულია - „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში ცვლილებებით დაცული იქნება როგორც სახელმწიფო ინტერესი, ასევე მომხმარებელთა უფლებები

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებით," ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში ცვლილებებით დაცული იქნება როგორც სახელმწიფო ინტერესი, ასევე მომხმარებელთა უფლებები.

მისივე თქმით, თითქმის მთელი ოპოზიციური სპექტრის დამოკიდებულება ამ კანონის მიმართ იყო კლასიკური მაგალითი, თუ როგორ შეიძლება არამნიშვნელოვანი საკითხები აქციო პირველი ხარისხის საკითხებად, რადგან ეს მათი პოლიტიკური დღის წესირიგისთვის იყო აუცილებელი.

"მთავარი პრობლემა იყო ის, რომ არსებობდა კომპანია, რომელმაც ქვეყნის ინტერესების გათვალისწინების გარეშე განახორციელა ქმედება და არსებული კანონით გათვალისწინებული ზომები, არ აღმოჩნდა საკმარისი ამ ქმედების აღკვეთისთვის. არსებობდა უფრო მკაცრი ზომა, რომელსაც ქვია ლიცენზიის შეჩერება, მაგრამ მას მოჰყვება ძალიან ცუდი შედეგები მოსახლეობისთვის. ამიტომ მარეგულირებელმა გადაწყვიტა, შემოეტანა შედარებით რბილი ზომა იმისათვის, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ყოფილიყო მოგვარებადი. იმის მიუხედავად, არსებობს თუ არა კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული განსაზღვრება, ყველამ ვიცით, რაზეა საუბარი და ეს არ არის პირველხარისხოვანი პრობლემა. პირველხარისხოვანი გახლდათ ის, რომ არსებობს სახელმწიფო ინტერესები, რომელსაც უნდა აკონტროლებდეს მთავრობა და შემოიტანა ამის მარეგულირებელი კანონი. ამას ჰქონდა მეორე მხარე, რომ ამ კანონს არ დაეზიანებინა კერძო სექტორი და ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ მინიმუმამდე ყოფილიყო დაყვანილი ეს რისკები, რაც თავად კერძო სექტორმა აღიარა. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ მნიშვნელოვანი ნაწილების დანახვის გარეშე, ოპოზიციამ, განსაკუთრებით , ჩვენი გუნდიდან წასული დეპუტატების გარკვეულმა ნაწილმა ყველაფერი მოახერხა თავისი ჭკუით იმისთვის, რომ მთავარი მიღწევა გადაედო გვერდზე და წინა პლანზე წამოეწია საკითხები, რომელიც გაცილებით მეორე და მესამე ხარიახოვანია, "- განაცხადა კაკულიამ.

ცნობისთვის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს, რომელიც კომუნიკაციების კომისიას სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებას აძლევს, პარლამენტი დღეს მესამე მოსმენით იხილავს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა