„კავკასუს ონლაინის“ გენერალური დირექტორი რომან კაკულიას - ჩვენი კომპანია არანაირ კომპრომისულ ვარიანტზე არ წასულა, არ ვიზიარებთ თქვენს პოზიციას!

„კავკასუს ონლაინის“ გენერალური დირექტორის, რევაზ კოპალაძის განცხადებით, მისი კომპანია არანაირ კომპრომისულ ვარიანტზე არ წასულა. მან საკომიტეტო სხდომაზე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტზე ისაუბრა და კომიტეტის თავმჯდომარეს, რომან კაკულიას მიმართა.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა განაცხადა, რომ ბიზნესთან მოლაპარაკებები შედგა და მათ პრობლემა არ ჰქონდათ კანონის იმ კომპრომისულ ვერსიასთან, რომელიც მართალია წილების გასხვისებას კრძალავს, მაგრამ სამაგიეროდ, დროებით მმართველს კომპანიაში ყოფნის განუსაზღვრელ ვადას ანიჭებს.

„პირველ რიგში, დავაფიქსირებ, რომ „კავკასუსი“ არ არის ამ კომპრომისის ნაწილი, ჩვენ არ მიგვიღია მონაწილეობა არანაირ მოლაპარაკებებში და ორი სიტყვით გიპასუხებთ თქვენს შეკითხვაზე კერძო საკუთრებასთან დაკავშირებით.

ჩვენ არ ვყოფილვართ შეხვედრაზე და პარასკევს, თქვენთან ერთად რომ ვიყავით, გითხარით, რომ არ ვიზიარებთ თქვენს პოზიციას. არც დღეს მიგვიღია მონაწილეობა მოლაპარაკებებში და კონსენსუსის ნაწილი არ ვართ.

მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილებისა, რომ ორი წლის თავზე დროებითი მმართველის შემოყვანის შემდეგ, დროებით მმართველს არ შეუძლია გაყიდოს აქციები და კომპანიის აქტივები, უკიდეგანოდ გაიზარდა თვითონ სპეციალური მმართველის ყოფნის დრო კომპანიაში. პრაქტიკულად, ჩემი ხედვით, გამოდის, რომ სპეციალური მმართველის შემოსვლის პირველივე დღეს, მოდის არა მმართველი, არამედ კომპანიის მესაკუთრე.

ის უფლებამოსილება, რომელიც ამ ადამიანს ექნება, შეიძლება არ ჰქონდეს არც ცალკე აღებულ გენერალურ დირექტორს და არც დირექტორთა საბჭოს და ასე შემდეგ ანუ, ეს ადამიანი განკარგავს მთლიანად მთელს ქონებას, მის ოპერაციებს, მოგების განაწილებას და ასე შემდეგ.

პირადად, ამ ადამიანს აღვიქვამ, როგორც მესაკუთრედ, მიუხედავად იმისა, რომ ორი წლის თავზე ის არაფრის გაყიდვას აპირებს“, – განაცხადა რევაზ კოპალაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტმა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა