რომან კაკულია ლევან კობერიძეს - მძინარე მდგომარეობაში შემოგიყვანეს „ოცნებაში“, მორჩი ბოდიალს და დემაგოგიას

შენ რომ ძალიან გვიან გამოიღვიძე ამ გამოღვიძებით ყველანი მოხარული ვართ, როგორც ჩანს, მძინარე მდგომარეობაში შემოგიყვანეს „ქართულ ოცნებაში“,- ასე მიმართა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ, ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრ ლევან კობერიძეს კომიტეტის სხდომაზე, სადაც „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტს განიხილავენ.

კომიტეტის თავმჯდომარესა და ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრ ლევან კობერიძეს შორის კანონპროექტთან დაკავშირებით ლევან კობერიძის შეფასებებს დაპირისპირება მოჰყვა.

„ერთი შეკითხვა მაქვს ლევან შენთან, დარწმუნებული ხარ, რომ სიღრმისეულად რასთან გვაქვს საქმე ნამდვილად იცი? შენ რომ ძალიან გვიან გამოიღვიძე ამ გამოღვიძებით ყველანი მოხარული ვართ, როგორც ჩანს, მძინარე მდგომარეობაში შემოგიყვანეს „ქართულ ოცნებაში“. შენი ბულინგის არავის არ ეშინია, მორჩი ბოდიალს და დემაგოგიას,“-მიმართა კაკულიამ კობერიძეს.

თავის მხრივ, ლევან კობერიძემ რომან კაკულიას ღირსები შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

„მე კიდევ შენზე მგონია, რომ კიდევ ბევრ რამეში არ ხარ დარწმუნებული და სხვის დაკრულზე ცეკვავ. ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ხარ და ოთხი წელია რა ხდება ეკონომიკაში ვერც შენ გაგირკვევია და ვერც სხვას და არც პასუხი არ მოგითხოვია არავისთვის. ძალიან პირადულ შეურაცხყოფაზე გადადიხარ და მაგისთვის ალიყურს მიიღებ“,-განაცხადა კობერიძემ.

იხილეთ ვიდეო:"მორჩი ბოდიალს, მძინარე მდგომარეობაში შემოგიყვანეს "ოცნებაში" - მწვავე დაპირისპირება პარლამენტში, რომან კაკულიასა და ლევან კობერიძეს შორის

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა