ადა მარშანია კობახიძის განცხადებაზე - საშინლად მაღალი წნევა მქონდა და ამიტომ არ ვიყავი კენჭისყრის დროს - "ნაცმოძრაობა” ჩემთან გადასაბირებლად კი არა, გამარჯობის სათქმელად ახლოს არ მოდის

ირაკლი კობახიძემ თავის თავს შეხედოს კარგად, დიდი დურბინდით, ლაფშია რომ არის ამოსვრილი, კრიმინალური კოჰაბიტაციით “ნაციონალურ მოძრაობასთან” პოლიტიკურ ლაფშია ამოსვრილი, - ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა ადა მარშანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით კენჭისყრას “ნაციონალურმა მოძრაობამ” ადა მარშანია ჩამოაშორა.

ადა მარშანია ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მას შავ-ბნელ მოლაპარაკებებს ვერ გაუბედავდა.

“ერთადერთ მიზეზი, რატომაც არ ვიყავი მეორე მოსმენით კენჭისყრის დროს სხდომათა დარბაზში, არის ჩემი პირადი საქმე, ჯანმრთელობა. მქონდა საშინლად მაღალი წნევა, ესაა ერთადერთი მიზეზი. “ნაციონალური მოძრაობა” ჩემთან მოსალაპარაკებლად და გადასაბირებლად კი არა, გამარჯობის სათქმელად ახლოს არ მოდის. სწორია და კარგია ეს. მე მაქვს მათთან ასეთი ურთიერთობები და როგორ გამიბედავდა მე “ნაციონალური მოძრაობა” რაღაც შავ-ბნელ მოლაპარაკებებს?! ირაკლი კობახიძემ თავის თავს შეხედოს კარგად დიდი დურბინდით, რომ ლაფშია ამოსვრილი. კრიმინალური კოჰაბიტაციით “ნაციონალურ მოძრაობასთან” არის პოლიტიკურ ლაფში ამოსვრილი”,- განაცხადა მარშანიამ.

ცნობისთვის, როგორც პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, გარდა იმისა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” თვითონ არ მონაწილეობდა საარჩევნო სისტემის ცვლილების კენჭისყრაში, ისინი ცდობდნენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდნილიყო. “ჯერ კიდევ კარგა ხნით ადრე პირველ მოსმენამდე, მათ ორი დამოუკიდებელი დეპუტატი ჩამოაშორეს კენჭისყრას, უშუალოდ პირველი მოსმენის წინ მათ კენჭისყრას ჩამოაშორეს ემზარ კვიციანი და მეორე მოსმენამდე კენჭისყრას ჩამოაშორეს ადა მარშანია”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას