დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. 1983 წელს დაამთავრა ჟდანოვის სახელობის ლენინის ორდენისა და შრომის წითელი დროშის ორდენოსანი ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1983-1986 წწ. იყო უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეების კოლეგიის კონსულტანტი; 1986-1996წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი.
· აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, დეპუტატი (1995-);
· საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995);
· საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999);
· საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004);
· საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008);
· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020);
· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს პატრიოტები", წევრი (2016-);
· საქართველოს სახალხო ფრონტი, გამგეობის წევრი.