პარლამენტში „სითი პარკის" ჯარიმების ჩამოწერის შესახებ კანონპროექტი დარეგისტრირდა

საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც კომპანია „სითი პარკისგან" დაჯარიმებული მოქალაქეების ფინანსური ვალდებულებისგან გათავისუფლებას გულისხმობს. ამის შესახებ კანონპროექტის ავტორმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, კანოპროექტის დამტკიცება სავარაუდოდ ივნისის თვეში მოესწრება და ის გამოქვეყნებისთანავე შევა ძალაში.

„საქმე ეხება ჯარიმებს, რომელიც წარმოშობილია 2018 წლის 10 აპრილამდე (კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულების შეწყვეტამდე) და რომელთა აღსრულება ჯერ არ მომხდარა. გადაუხდელი ჯარიმები რჩებოდა მნიშვნელოვან ეკონომიკურ და ფინანსურ პრობლემად ჩვენი მოქალაქეებისთვის და ჩვენი გადაწყვეტილებით, მოქალაქეები სრულად გათავისუფლდებიან ჯარიმის, საურავისა და აღსრულების ხარჯების გადახდისგან და მოეხსნებათ ფინანსური დავალიანება. საერთო ჯამში ასეთი ჯარიმების ოდენობა დაახლოებით 850 000 ლარს შეადგენს და ამ კანონის საფუძველზე, რომლის ინიცირებაც ჩვენ მოვახდინეთ, ათასობით მოქალაქე სრულად იქნება გათავისუფლებული ვალდებულებისგან. ამ საკითხზე იდეა და ინიციატივა ეკუთვნის დედაქალაქის მერს, რასაც საქართველოს პარლამენტი სრულად უჭერს მხარს და ეს მხარდაჭერა გამოხატულია ამ საკანონმდებლო ცვლილებაში,"- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა