დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2007 წელს. თბილისის სასულიერო სემინარია 2008 წელს.
2004-2005წწ. საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი; 2005-2007წწ. საპატრიარქოს რადიო "ივერიას" გადაცემის წამყვანი; 2006-2007წწ. არასამთავრობო ორგანიზაცია "ქართული აზრის" დამფუძნებელი და თავმჯდომარე; 2007-2008წწ. გაერთიანებული ოპოზიციის ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერი; 2010 წელს დაინიშნა თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ; 2014-2016წწ. ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგებელი. აქვს თბილისის თვითმმართვლობის აღმასრულებელ და წარმომადგენლობით ორგანოებში მუშაობის 7-წლიანი გამოცდილება. არის ათობით საგაზეთო და ინტერნეტპუბლიკაციისა და წიგნის - "პუბლიცისტური მოდუს ვივენდი" ავტორი.
· თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო", თავმჯდომარე (2013-2014);
· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020);
· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - მწვანეები" , ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე (2017-);
· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება" (2016-2017).