ანონსი 14 მაისი

14 მაისს, 10:00 საათზე, მცხეთის რაონულ სასამართლოში გუდაურში მომხდარი განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

14 მაისს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

14 მაისს, 11:00 საათზე, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებული პირების წინასასამართლო სხდომა გაიმართება. (სხდომა დისტანციურ რეჟიმში ჩატარდება)

14 მაისს, 11:00 საათზე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი და UNDP-ის ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს მედპერსონალისთვის სახის ფარებს გადასცემს.

მის: ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.

საკონტაქტო: თაკო სარიშვილი - 557 54 64 54

14 მაისს,11:00 საათზე , ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: ფრაქციის პოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებთან და პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით.

საკონტაქტო: ეკა გულუა-599726565

14 მაისს, 11:30 საათზე, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაში „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: ფრაქციის პოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებთან და პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით.

საკონტაქტო: ეკა გულუა-599726565

14 მაისს, 14:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მოძრაობა მომავლისთვის" სოფელ ერგნეთში ჩავა და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ სოფელს ჰუმანიტარულ დახმარებას ჩაუტანს.

მის: სოფელი ერგნეთი, რიტუალების სახლი

საკონტაქტო: 599265717

14 მაისს, 16:30 საათზე,ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი Facebook -ის პირდაპირი ჩართვისას COVID-19-ის დროს ადამიანის უფლებათა დაცვის გამოწვევებზე ისაუბრებს. ონლაინ საუბრები ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის Facebook-ის გვერდის პირდაპირ ეთერში ინგლისურ ენაზე გაიმართება. მაყურებელს პირდაპირ ეთერში კომენტარის სახით კითხვების დატოვებისა და პასუხების მიღების შესაძლებლობა ექნება.

14 მაისს, 17:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ოფისში პარტიის ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პრესკონფერენციას გამართავენ საერთაშორისო ექსპერტის პოლინ დევიდის დასკვნასთან დაკავშირებით.

მის: სადგურის მოედანი #2

საკონტაქტო ნომერი: 577624445

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას