იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი ნინო ქადაგიძის კანდიდატურის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნას მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ნინო ქადაგიძის კანდიდატურის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნას მხარი დაუჭირა.

სამუშაო ჯგუფმა კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი უნდა შეისწავლოს და დადოს შეფასება, შეესაბამება თუ არა ის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

სამუშაო ჯგუფი დაკომპლექტდება საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციებიდან 8 წევრით, მასში ასევე შევა ფრაქციების - „დამოუკიდებელი დეპუტატების“, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „პატრიოტთა ალიანსისა და სოციალ-დემოკრატების“ თითო წარმომადგენელი, ასევე ჯგუფის წევრები იქნებიან პროფესიული წრეები წარმომადგენლებიც.

როგორც სხდომაზე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, სამუშაო ჯგუფის წევრად საკუთარი კანდიდატი არ წარმოუდგენია „ევროპულ საქართველოს“.

მისივე თქმით, სამუშაო ჯგუფის წევრად 1 წარმომადგენლის წარმოდგენა შეეძლოთ ასევე უფრაქციო დეპუტატებსაც.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სამუშაო ჯგუფის შემდეგ შემადგენლობას დაუჭირა მხარი: საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციების 8 წარმომადგენელი: ანრი ოხანაშვილი -იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, გურამ მაჭარაშვილი - სამუშაო ჯგუფის მდივანი ფრაქცია „ქართული ოცნება - რეგიონების“ კვოტით, რატი იონათამიშვილი - ფრაქცია „ქართული ოცნება“, ნინო წილოსანი - ფრაქცია „ქართული ოცნება“, სიმონ ნოზაძე - ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველები“, გიორგი გაჩეჩილაძე - ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეები“. გოჩა ენუქიძე -ფრაქცია „ქართული ოცნება -ძლიერი ეკონომიკა“, ირაკლი აბუსერიძე -ფრაქცია ქართული ოცნება-ძლიერი საქრათველოსთვის“). ჯგუფში ასევე შედიან: ირმა ინაშვილი ფრაქციიდან „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ დემოკრატები“, გედევან ფოფხაძე ფრაქციიდან „დამოუკიდებელი დეპუტატები“ და მამუკა ჩიქოვანი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“. სამუშაო ჯგუფში პროფესიული წრეებიდან რაჟდენ კუპრაშვილი (იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი), ჯონი ხეცურიანი (კონსტიტუციონალისტი) და თამარ ზარანდია (თსუ-ს სამართლის მეცნიერებათა პროფესორი) იქნებიან წარმოდგენილნი.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას