კობა ნარჩემაშვილი - NDI-ის კვლევამ სწორად ასახა მოსახლეობის განწყობა პოლიტიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით

კვლევამ სწორად ასახა მოსახლეობის განწყობა პოლიტიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით, - ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა კობა ნარჩემაშვილმა ჟურნალისტებთან NDI-ის კვლევის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა სახელმწიფო ინსტიტუტებს არ ენდობა და ეს სახარბიელო არც ოპოზიციისთვის იქნება, თუ ისინი ხელისუფლებაში მოვლენ. დეპუტატი მიიჩნევს, რომ მომავალში ყველამ უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ ეს ნდობა გაუმჯობესდეს.

„სამწუხარო შედეგებია, თუმცა, ეს შედეგები არც ოპოზიციისთვის არის სახარბიელო. როცა სახელმწიფო ინსტიტუტები კარგავს მოსახლეობის მხარდაჭერას, ეს შეუძლებელია იყოს კარგის ნიშანი ოპოზიციისთვისაც, რადგან თუ ოპოზიციას მოუწევს ხელისუფლებაში მოსვლა, მას დახვდება დისკრედიტირებული სახელწიფო ინსტიტუტები.

როცა ხარ პარლამენტის წევრი და ამ ინსტიტუტის საქმიანობა არის ასე ცუდად შეფასებული, ეს ძალიან ცუდია და ყველას ერთად მოუწევს ფიქრი იმაზე, როგორ შეიძლება ნდობის აღდგენა, ზოგადად, სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ.

რაც შეეხება პროცენტულ მაჩვენებლებს, რაც „ენდიამ“ დადო, ჩემი აზრით, ეს არის ის, რაც ყველამ კარგად ვიცოდით. აბსოლუტური უმრავლესობა არის გაურკვეველი, ჩამოუყალიბებელი და ეს ელექტორატი არ ელოდება არც „ქართული ოცნებისგან“ ახალ შეთავაზებას და არც ოპოზიიცსგან, ელოდება სრულიად ახალ შეთავაზებას, ახალ პოლიტიკურ პლატფორმას და ამის შემდეგ გადაწყვეტს ვის მისცემს ხმას და ვის - არა“,-განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

რაც შეეხება პერსონალურ რეიტინგებს, დეპუტატი ამბობს, რომ ეს ნაკლებ საინტერესოა.

,,ცოტა ხელოვნურად მეჩვენება, ჩემთვის ამოსავალია ბაქრაძის პერსონა, რომელიც მუდმივად ფასდება და რომელიც არ არის პროპორციული არც მისი პერსონალური საქმიანობის და არც პოლიტიკური წონის. ასეთ შეთხვევაში, მე არ მაქვს მაინცდამაინც ნდობა. პერსონალური ფაქტორები ნაკლებად მნიშვნელოვანია, ჩემი აზრით. ჩემთვის მნიშვნელოვანია 2 გარემოება, რომ მოსახლეობას ასეთი ნეგატიური დამოკიდებულება აქვს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ და მეორე - კვლევამ სწორად ასახა მოსახლეობის განწყობა პოლიტიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით“,- განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას