გიორგი მოსიძე ბალტიის ასამბლეის ყოველწლიური მედლით დაჯილდოვდა

ლატვიის დედაქალაქ რიგაში ბალტიის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 38-ე სესია გაიმართა, რომელშიც საქართველოს პარლამენტის წევრმა, გიორგი მოსიძემ მიიღო მონაწილეობა. ბალტიის ასამბლეის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაზე, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეასა და ბალტიის ასამბლეას შორის თანამშრომლობის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის, გიორგი მოსიძე ბალტიის ასამბლეის სპეციალური მედლით დაჯილდოვდა. აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. ბალტიის ასამბლეა ყოველწლიურად ანიჭებს სპეციალურ ჯილდოებს ლიტერატურის, ხელოვნების, მეცნიერებისა და გამომგონებლობის სფეროებში, აგრეთვე ბალტიისპირეთთან მჭიდრო თანამშრომლობის დარგში.

„სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის სახელით გამოსვლისას, გიორგი მოსიძემ ისაუბრა საქართველოს მიერ ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადადგმულ ნაბიჯებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციის დესტრუქციულ ქმედებებზე, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონის სტაბილურობასა და განვითარების შესაძლებლობას, აგრეთვე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების საკითხზე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი მოსიძემ ხაზი გაუსვა სუამ-ის წევრ ქვეყნებსა და ბალტიისპირეთის სამ სახელმწიფოს შორის მჭიდრო, კოორდინირებულ და შედეგზე ორიენტირებულ საპარლამენტო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ბალტიის საპარლამენტო ასამბლეის 38-ე სესიაზე დელეგატებს სიტყვით მიმართეს ლიტვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პარლამენტების თავმჯდომარეებმა, ბენელუქსის, სკანდინავიისა და შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეების წარმომადგენლებმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა