ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი განცხადებას ავრცელებს

ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი განცხადებას ავრცელებს. ზაზა ოქუაშვილის შეფასებით, „ივანიშვილის ძალადობრივმა რეჟიმმა მიიტაცა სახელმწიფო, მედია, თავისუფალი სიტყვა, ბიზნესი, პროკურატურა, სახელმწიფო ინსტიტუტები და საპატრიარქოს მითვისებაც კი მოინდომა“. მისივე განცხადებით, ივანიშვილის ხელისუფლებამ კეთილგონიერება უნდა გამოიჩინოს და აღარ გააგრძელოს ძალის გამოყენება.

„ივანიშვილის ძალადობრივი რეჟიმი, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო, მედია, თავისუფალი სიტყვა, ბიზნესი, პროკურატურა, სახელმწიფო ინსტიტუტები და საპატრიარქოს მითვისებაც კი მოინდომა, კვლავინდებურად აგრძელებს დანაშაულებრივ ქმედებებს !

კვლავ მიდის საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, ართმევს ადამიანებს კონსტიტუციურ უფლებას, გამოხატონ განსხვავებული აზრი!

არ გაეგებათ, რომ ყველა ძალადობრივი რეჟიმი თავის არსებობას ამთავრებს კრახით.

ივანიშვილის რეჟიმის მოხელეთა მსხვერპლია მთელი ქვეყანა, მისი ყველა სფერო, ტერორშია თავისუფალი სიტყვა, ტერორშია ბიზნესი, ტერორშია სამართალი.

სჯობს ახლა მაინც გამოიჩინოს კეთილგონიერება ივანიშვილის ხელისუფლებამ და აღარ გააგრძელოს ძალის გამოყენება.

ქვეყანა მხოლოდ კანონიერი და მშვიდობიანი გზით დაიბრუნებს მიტაცებულ სახელმწიფოს.

სიმართლის და თავისუფალი საქართველოს გამარჯვება ყოველთვის გარდაუვალია. ჩვენზე კი დამოკიდებულია ქვეყნისთვის სასიკეთო, დროული შედეგი, დრო ხომ ყველასთვის ყველაზე ძვირფასია. სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს“, - ნათქვამია ზაზა ოქუაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა