ქართველი ბიზნესმენი, ექიმი, პოლიტიკოსი და ქველმოქმედი, „ომეგა ჯგუფის“ კომპანიებისა და სატელევიზიო არხ „იბერიას“ დამფუძნებელი და მფლობელი. საქართველოს პარლამენტის წევრი 1999-2004 წლებში. 2016 წლის ნოემბერში აირჩიეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრად.
ოქუაშვილი დაიბადა და გაიზარდა თბილისში, 1963 წლის 31 მაისს. მამა ინჟინერი, ხოლო დედა კი ექიმი იყო. ქალაქ თბილისის 55-ე საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, რომელიც 1989 წელს დაამთავრა და ექიმად მუშაობა დაიწყო რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და ხაშურის რაიონულ საავადმყოფოში (ანესთეზია და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება).
საქმიანობა
1991 წელს ოქუაშვილმა დააარსა „ომეგა ჯგუფი“, რომელიც დღეის მდგომარეობით ძალიან დივერსიფიცირებულია საქმიანობის კუთხით და წარმოადგენს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილ დამსაქმებელსა და გადასახადების გადამხდელს საქართველოში. „ომეგა“ მოიცავს „ომეგა მოტორსს“ (წარმოადგენს შემდეგ კომპანიებს: BMW, Mini, Iveco, Opel, Chevrolet, Maserati და Bentley); კომპანია „ოჯთ“-ს (სიგარეტების წარმოება, Philip Morris, Rothmans და R.J.Reynolds-თან პარტნიორობის ფარგლებში); და „ომეგა თეგი“ (სტამბა Heidelberg-თან პარტნიორობის ფარგლებში).
პოლიტიკური საქმიანობა
2016 წლის ნოემბერს ოქუაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრად აირჩიეს პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ სიით. ის ჯანდაცვისა და სოციალური საკითხებისა და ფინანსების, ბიუჯეტისა და ეკონოიმიკის კომიტეტების წევრია.
მანამდე ოქუაშვილი საქართველოს პარლამენტის საქართველოს IV და V მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, 1999 წლიდან 2003 წლამდე და 2003 წლიდან 2004 წლამდე.
1991-1999 წლებში ოქუაშვილი აჭარის ინვალიდთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი და საქართველოს ინვალიდთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო.
1993 წლიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების არმიის მაიორის წოდება.
2015 წლიდან ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის საპატიო თავმჯდომარე.
პირადი ცხოვრება
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი