რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა სს ,,რუსთავის აზოტის" ტერიტორიაზე, კონდენსაციური ელექტროსადგურის გახსნის საზეიმო ცერემონიას დაესწრო

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა სს ,,რუსთავის აზოტის" ტერიტორიაზე, კონდენსაციური ელექტროსადგურის გახსნის საზეიმო ცერემონიას დაესწრო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, ელექტროსადგური, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „რუსთავის აზოტის“ გენერალურ დირექტორ ეფრემ ურუმაშვილსა და კომპანია SIEMENS-ის წარმომადგენელთან ერთად გახსნა.

ცერემონიას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბეგაძე, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

„კონდენსაციური ელექტროსადგურის გახსნა მნიშვნელოვანია წარმოებისთვის იმ კუთხით, რომ მოხდება ელექტროენერგიის დაზოგვა და რაც უფრო მეტად მნიშვნელოვანია, გამოთავისუფლებული თანხა, რომელსაც ელექტროენერგიის შეძენაზე ხარჯავდნენ, საწარმოს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მოხმარდება სახელფასო ფონდის გაზრდას. ეს რა თქმა უნდა, აქ მომუშავე პერსონალისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი. მადლობა მინდა ვუთხრა ყველა დაინტერსებულ მხარეს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ საწარმოო პროცესში,“ - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებთან საუბარში.

კონდენსაციური ელექტროსადგური SIEMENS-ის ორთქლის ტურბინის გენერატორის უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. ობიექტის სიმძლავრე 9 მეგავატია. ორთქლის ტურბინის გენერატორი ელექტროენერგიას იმ ორთქლის მეშვეობით გამოიმუშავებს, რომელიც აზოტმჟავას საამქროს მიერ, ტექნოლოგიურ პროცესში ადგილზევე გამოიყოფა და რომლის გამოყენებაც წლების განმავლობაში არ ხდებოდა. აღნიშნული ელექტროსადგური ,,რუსთავის აზოტის" წარმოებისთვის საჭირო, მთლიანი ელექტროენერგიის 20%–ს უზრუნველყოფს, რაც შესაბამისად, კომპანიას საშუალებას მისცემს, საბითუმო ბაზარზე 20%–ით ნაკლები ელექტროენერგია შეიძინოს. პროექტის საინვესტიციო ღირებულებამ 5,5 მილიონ ლარი შეადგინა და სრულად ,,რუსთავის აზოტმა" დააფინანსა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა