კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, ქეთევან ციხელაშვილის მოსმენის დახურვას კამათი მოჰყვა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა, სადაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს უსმენენ, დაიხურა, რასაც მცირე კამათი მოჰყვა.

სხდომის პროცედურულ საკითხთან დაკავშირებით შენიშვნები ჰქონდა „ევროპულ საქართველოს”. დეპუტატი გიორგი კანდელაკი ითხოვდა, რომ სხდომის დახურვამდე, სახელმწიფო მინისტრს განმარტებები გაეკეთებინა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ქვეყნის აქტუალიზაციაზე საერთაშორისო ასპრეზზე.

„არ ვაკნინებთ ამ პროგრამის მიმდინარეობის საკითხს, მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ რამდენიმე წუთი რომ დაუთმოთ საქართველოს მთავრობის აქტიურობას საერთაშორისო ასპარეზზე, თუკი ასეთი აქტივობა არსებობს, რადგან მოსაზრება არის, რომ არ არსებობს არანაირი აქტივობა. რა გაქვთ საწიანაღმდეგო, რომ გვიპასუხოთ და 15 წუთი დაუთმოთ?”,-განაცხადა კანდელაკმა.

აღნიშნულზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავამ განმარტებები გააკეთა და აღნიშნა, რომ საკითხებზე მინისტრი დახურულ ფორმატში ისაუბრებდა.

სხდომაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატმა ადა მარშანიამ. მან უმრავლესობა სუბიექტურ მიდგომებში დაადანაშაულა და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვა.

„საბავშვო ბაღში ვართ თუ პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე? პრინციპულად ვაყენებთ საკითხს, ზუსტად, რომ ქალბატონი ციხელაშვილის პასუხები მაინტერესებს იმაზე, თუ რა ხდება ამ წუთებში იქ, სადაც გვაინტერესებს დაიხუროს სხდომა და არა მატრაკვეცობა კამერების წინ და მიკროფონებში”, - განაცხადა ადა მარშანიამ.

სახელმწიფო მინისტრი სხდომაზე სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ „ვაჭრობის წახალისება გამყოფი ხაზების გასწვრივ“ მიმდინარეობის შესახებ ისაუბრებს.

იხილეთ ვიდეო

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა