დავით ჭიჭინაძე - მოუხსნან თამარ ჩუგოშვილსაც იმუნიტეტი და დაიწყოს გამოძიება

დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას მოითხოვს.

„ლამის ქვეყანა აფეთქდა, ამდენი ადამიანი დასახიჩრდა, ახალგაზრდები, ჟურნალისტები. ახლანდელმა პრემიერმა გიორგი გახარიამ კი, იმიტომ რომ სხვებს ხელი გადააფარა, თავად „აიღო“ მთელი პასუხისმგებლობა, რითაც უკვე მიადგა უდიდესი ზიანი. არ ვურჩევდი გიორგი გახარიას ამ პასუხისმგებლობით სიარულს და იქნებ ახლა მაინც დაავალოს და ჩატარდეს რეალური გამოძიება.

ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნა არ გასჭირვებიათ. თამარ ჩუგოშვილსაც მოუხსნან იმუნიტეტი და მისცენ პროკურატურას სრულფასოვანი მუშაობის საშუალება“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მისივე თქმით, ყველაფერი რაც 20-21 ივნისს მოხდა, სწორედ „ქართული ოცნების“ შიგნით არსებული ძალების პროვოცირებულია, რა თქმა უნდა, გარეშე ძალებთან ერთად.

„თუ ვინმეს გადატრიალებაში და ამბოხში ადანაშაულებენ, თუ ვინმე დასაკითხია, „ოცნებამ“ თავისი რიგებიდან და პირველ რიგში თამარ ჩუგოშვილით უნდა დაიწყოს. იმიტომ რომ, სწორედ მისი ე.წ. საპროტესტო მოწოდება იყო პირველი, რის შემდეგაც მან ქვეყანა დატოვა, აქ კი არეულობა დაიწყო. არადა, გავრილოვის ვიზიტის ყველა დეტალის შესახებ ჩუგოშვილმა დიდი ხნით ადრე იცოდა და ამას დღეს „ოცნების“ ყოფილი წევრიც ადასტურებს.

ისე, სულ ტყუილად ჰგონია „ოცნების“ ხელისუფლებას, რომ თამარ ჩუგოშვილის გარეშე ამერიკელებთან ურთიერთობა არ დაულაგდებათ, რადგან ჩუგოშვილი იმ ამერიკელებთან „ალაგებს“, ვინც პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას ებრძვის, რითაც მხოლოდ რუსებს ეხსნებათ ხელ-ფეხი და იმიტომაცაა ჩვენი მდგომარეობა ასეთი სავალალო.

ისე,ზაქარია ქუცნაშვილიც თავად არის ანომალიური მოვლენა და ელოდოს ახლა „ქართული ოცნება“ კიდევ რამდენ სიურპრიზს მოუმზადებს.

მთლიანობაში კი, ერთი რამ ფაქტია. „ქართული ოცნების“ შემადგენლობაში ბოლო წლებია თითქოს მუტაცია მოხდა. თავის დროზე „ნაცებმა“ გამოიყვანეს „ახალი ქართველი“ და ახლა „ოცნება“ დაადგა იგივე გზას“, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას