გიორგი ქობულია კვალიფიციური ადამიანია და ალბათ, შეუძლია თავის წვლილი პოლიტიკაში შეიტანოს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, თავად გიორგი ქობულიას გადასაწყვეტია, რამდენად აქტიური იქნება პოლიტიკაში.
"დინამიურად ვითარდება პროცესები, ყალიბდება ახალი პარტიები. ნებისმიერ ადამიანს აქვს იმის საშუალება, რომ მიიღოს რაიმე პოლიტიკური გადაწყვეტილება და იაქტიუროს პოლიტიკურად", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, გიორგი ქობულიამ პოლიტიკაში დაბრუნების საკითხს განიხილავს.
„არაერთხელ ვთქვი, რომ მე განვიხილავ პოლიტიკაში დაბრუნებას, მაგრამ ზუსტ გადაწყვეტილებას ნოემბერში მივიღებ. ვწუხვარ, რომ ამ საკითხზე მეტი კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. არ მინდა უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენო ის ადამიანები, რომელთანაც მაქვს მოლაპარაკებები“, - ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ წამყვანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.