პარლამენტმა ლევან მგალობლიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო.ლევან მგალობლიშვილს მხარი 104-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ იყო.
ლევან მგალობლიშვილი პარლამენტის გამოკლებული წევრის შოთა შალელაშვილის ადგილმონაცვლეა.
სადეპუტატო უფლებამოსილება შოთა შალელაშვილს მიმდინარე კვირას შეუწყდა. მან დეპუტატის მანდატზე უარი თავად თქვა.