ადა მარშანია - კატასტროფული და ტრაგიკულია პარლამენტის დამოუკიდებულება იმ ყველაზე მძიმე და უმთავრესი საკითხის მიმართ, რასაც ქვეყნის გამთლიანება ჰქვია

პარლამენტის დამოუკიდებულება იმ ყველაზე მძიმე და უმთავრესი საკითხის მიმართ, რასაც ქვეყნის გამთლიანება ჰქვია, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს - დამოკიდებულება არის კატასტროფული და ტრაგიკული, - აღნიშნული განცხადება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხთა კომისიის საორგანიზაციო სხდომაზე, ფრაქცია “საქართველოს პატრიოტები-სოციალ დემოკრატების“ წევრმა ადა მარშანიამ გააკეთა.

მარშანიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტს ტერიტორიული მთლიანობის საკითხისთვის არც ერთ ფორმატში სესია არ მიუძღვნია.

“კოლეგებო, თქვენ მე ყოველ წუთს მაოცებთ! გეთანხმებით, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხთა კომისია ყველაზე დიდ იდეას უნდა ემსახუროს, მაგრამ ამ სიტყვების წარმოთქმა იმ ფონზე ხდება, როცა კომისია 1-ელი მარტის შემდეგ არ მუშაობს. კომისიას ექვსი თვეა არ უმუშავია. კარგია, რომ ახლა საშემოდგომო სესიაზე გაგვახსენდა“, - განაცხადა ადა მარშანიამ.

მისივე თქმით, დროებითი კომისიის თავმჯდომარედ ირაკლი ბერაიას არჩევას მხარი არ დაუჭირა, რადგან არაფერი იცის იმის თაობაზე, გარდა იმისა, რომ დეპუტატია.

“არ ვიცი, რამდენად ხართ ამ თემაში გათვიცნობიერებული. ამ თემაზე არც ერთი თქვენი გამოსვლა არ მომისმენია. არ ვიცი, სად მუშაობდით მანამდე. არც დევნილი ბრძანდებით - დევნილი მაინც რომ ყოფილიყავით, უფრო გავიგებდი... თუ კარგად იმუშავებთ, ამას მხოლოდ მივესალმები. იქნება ამ მომენტიდან მაინც გაიღვიძოს პარლამენტმა“, - მიმართა ადა მარშანიამ ირაკლი ბერაიას კომისიის სხდომაზე.

დაახლოებით 6-თვიანი პაუზის შემდეგ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხთა კომისია პირველად შეიკრიბა და საორგანიზაციო სხდომა გამართა.

დროებითი კომისიის თავმჯდომარედ დეპუტატი ირაკლი ბერაია, ხოლო მდივნად კობა ნარჩამაშვილი აირჩიეს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა