შოთა შალელაშვილი ჯერ კიდევ გაზაფხულზე მესაუბრა, რომ აქტიურ ბიზნესში დაბრუნებას აპირებდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა სიმონ ნოზაძემ განუცხადა.
"ციფრიც მითხრა, თუ როგორ ზარალს ნახულობდა იმის გამო, რომ ბიზნესს ყურადღებას ვერ აქცევდა, რადგან ბიზნესი აქვს აშშ-სა და ისრაელში", - აღნიშნა სომონ ნოზაძემ.
მან აქვე დასძინა, რომ შალელაშვილს გუნდში არავითარი დაპირისპირება არ ჰქონია, გარდა იმ უკმაყოფილებისა, რომელიც მან რამდენჯერმე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის მიმართ მისდამი დამოკიდებულების გამო გამოხატა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა შალელაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს.
შოთა შალელაშვილმა შესაბამისი განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარეს უკვე მიმართა.