“ქართული ოცნების” დეპუტატს, შოთა შალელაშვილს, რომელმაც სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის თხოვნით პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს უკვე მიმართა, პარლამენტში სავარაუდოდ, ლევან მგალობლიშვილი შეცვლის.
შოთა შალელაშვილი პარლამენტის წევრი პროპორციული სიით გახდა. “ქართული ოცნების” პროპორციული საარჩევნო სია დეპუტატ ანრი ოხანაშვილზე გაჩერდა, რომელსაც რიგითობით მას ლევან მგალობლიშვილი მოყვება. შესაბამისად, სავარაუდოდ, მგალობლიშვილი იქნება შოთა შალელაშვილის ადგილმონაცვლე.