აჭარის უმაღლეს საბჭოში საგაზაფხულო სესიის პირველი სხდომა გაიმართა

თბილისი. 21 მარტი. ”ინტერპრესნიუსი” - აჭარის უმაღლეს საბჭოში საგაზაფხულო სესიის პირველი სხდომა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურიდან აცნობეს, უმაღლეს საბჭოში საგაზაფხული სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ მედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღე მიულოცა.

განცხადებების შემდეგ დეპუტატებმა დადგენილების პროექტს უყარეს კენჭი, რომლის თანახმად, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი აჭარის უმაღლეს საბჭოში მერაბ ბლადაძე, რომელმაც ზაზა ოქუაშვილი ჩაანაცვლა, ამიერიდან აგრარული და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის წევრია. საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ნინო ჩხეტიას მიერ წარმოდგენილ დადგენილების პროექტს - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომისიების შემადგენლობის არჩევის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 28 ნოემბრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

პლენარულ სხდომაზე კანონმდებლებმა მეორე მოსმენით განიხილეს დავით გაბაიძის, ნინო ჩხეტიას, მერაბ კარანაძის, ირაკლი ჭეიშვილისა და დავით ბაციკაძის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ და საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინეს. რეგლამენტის თანახმად, სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე გაუძღვა.

საკითხის განხილვა შესვენების შემდეგ განახლდა. საკანონმდებლო პაკეტის მიღება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებებითაა განპირობებული და მოიცავს - უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტს, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ კანონებში შესატანი ცვლილებების პროექტებს. უმაღლეს საბჭოში აცხადებენ, რომ პროექტზე მუშაობისას ინიციატორები თანამშრომლობდნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან და მათი შენიშვნების მნიშვნელოვანი ნაწილი, ისევე როგორც საკომიტეტო განხილვებისას გამოთქმული საგულისხმო შენიშვნები და წინადადებები, გათვალისწინებულია.

რეგლამენტის პროექტი - 11, დანარჩენი კანონპროექტები კი -12 ხმით დამტკიცდა.

საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, კანონმდებლებმა სოლიდარობა ჭრელი წინდებით გამოხატეს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა