მამუკა ხაზარაძის და ზაზა ოქუაშვილის ქმედება ერთმანეთს გავს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „თიბისი ბანკის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებების შეფასებისას გააკეთა.
„ინტერპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ, რატომ კეთდება განცხადებები, თუ ეს სიმართლეს არ შეესაბამება, პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ არის მცდელობა სამართლებრივი საკითხი, პოლიტიკურ ჭრილში გადავიდეს.
„აქ არის ძლიან მარტივად საქმე. გახსოვთ ალბათ ოქუაშვილის შემთხვევაც, რომელსაც ჰქონდა 50 მლნ ლარის ვალი და მისი ინტერესი იყო ეს სამართლებრივი საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადაეტანათ. აქაც იგივესთან გვაქვს საქმე. არის სამართლებრივი საკითხი და არის მცდელობა, რომ გადავიდეს პოლიტიკურ ჭრილში, მაგრამ როგორ დაამთავრა ოქუაშვილმა, თქვენ ეს კარგად იცით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.