პარლამენტის დელეგაციამ ბალტიის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების გაერთიანებული სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ გიორგი მოსიძის, ისკო დასენის და ლევან კობერიძის შემადგენლობით რიგაში, ბალტიის საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკისა და ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის კომიტეტების გაერთიანებული სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ლატვიის დედაქალაქში განხილული იყო ბალტიისპირეთის ქვეყნების გაზისა და ელექტროენერგიის საერთო ბაზრისა და რეგიონული განვითარებისთვის აუცილებელი საქმიანობის კოორდინაციის საკითხები. მსჯელობა გაიმართა, ასევე, 2020 წლისთვის რეგიონული საბაზრო მექანიზმების დანერგვასთან დაკავშირებით, საქმიანობის კოორდინაციასა და განვითარებაზე.

„კომიტეტზე წარმოდგენილი იყო ბალტიის ასამბლეის საერთო რეკომენდაციები სარკინიგზო პროექტთან Rail Baltica დაკავშირებით. სხდომის მონაწილეებმა განიხილეს მიღწეული შედეგები და საერთო სამომავლო გეგმები ევროკავშირის თანადაფინანსების კუთხით.

ქართველმა და აზერბაიჯანელმა პარლამენტარებმა სხდომის მონაწილეებს გააცნეს საკუთარი ხედვა კასპიის ზღვა - შავი ზღვა - ბალტიის ზღვის ენერგეტიკული კორიდორის პერსპექტივის შესახებ, აგრეთვე მიაწოდეს ინფორმაცია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტზე.

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ჩამოყალიბდა ბალტიისპირეთის საერთო პოზიცია 2021-2027 წლის ევროკავშირის მრავალმხრივი ფინანსური ჩარჩოს შესახებ, რაც მოიცავს ბალტიის ასამბლეის რეკომენდაციების განხორციელებას, კერძოდ: საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების, ITS ინოვაციური პროექტებისა და ერთიანი დასაქმების სისტემების დანერგვის კუთხით,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა