აჭარის უმაღლეს საბჭოში ზაზა ოქუაშვილი მერაბ ბლადაძემ ჩაანაცვლა

აჭარის უმაღლეს საბჭოში „პატრიოტთა ალიანსს“ დღეიდან ზაზა ოქუაშვილის ნაცვლად მერაბ ბლადაძე წარმოადგენს.

როგორც „ინტეპრესნიუსს“ აჭარის უმაღლეს საბჭოდან აცნობეს, უსკო-მ პარტიული სიის რიგით მესამე ნომერი საკანონმდებლო ორგანოში კანონის მოთხოვნების სრული დაცვით წარმოადგინა, მისი კანდიდატურის უფლებამოსილების ცნობის საკითხს კი რიგგარეშე სესიაზე დამსწრე 18-ვე დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

მათივე ინფორმაციით, დადგენილების პროექტი რიგგარეშე სესიაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა.

„კენჭისყრამდე სხდომაზე გაკეთდა განცხადებები. ოპოზიციის წარმომადგენლებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ და უმრავლესობის წევრებმა უპასუხეს. 19 ხმით დამტკიცდა ,,აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გენდერული თანასწორობის ღონისძიებათა 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი, რომელიც უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა.

სამოქმედო გეგმა, რომელიც 7 უმთავრესი მიმართულებით მუშაობას ითვალისწინებს, საკანონმდებლო ორგანოში განხილვამდე, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა (IFES) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით გამართულ სამუშაო და საჯარო შეხვედრებზე განიხილეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა