ირმა ნადირაშვილი

ირმა ნადირაშვილი

ყოფილი დეპუტატი

დაბადების თარიღი: 15.03.1970

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი.

1994-2005 წწ. სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კორესპონდენტი; 2005-2007 წწ. ნავთობისა და გაზის სააგენტოს უფროსის მოადგილე; 2008 წელს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი; 2008-2009 წწ. სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის პროგრამა "პოსტ სკრიპტუმის" მთავარი პროდიუსერი; 2009-2010 წწ. სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი; 2010-2012 წწ. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე.

· „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, წევრი;

· საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2016);

· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020);

· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2016-2017);

· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო", წევრი (2017-).

პროფილებიპროფილები