გუგული მაღრაძე

გუგული მაღრაძე

ყოფილი დეპუტატი

დაბადების თარიღი: 09.04.1945

დაბადების ადგილი: ქ. წყალტუბო.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი 1968 წელს, დასავლეთ ევროპის ენების და ლიტერატურის ფაკულტეტი 1974 წელს და სამართლისმცოდნეობის ფაკულტეტი 1997 წელს.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი (1969 - 1978); საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (1978 - 1981); თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური ფსიქოლოგიის კათედრის დოცენტი (1981 - 2002); თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური ფსიქოლოგიის კათედრის გამგე (2002 - ).

არის 2 მონოგრაფიის – "სოციალური ჯგუფისადმი განწყობა და კონფორმულობა"(1980); "სოციალური გავლენების ფსიქოლოგია"(2007) და სახელმძღვანელოს – "კონფლიქტი, გენდერი და მშვიდობის მშენებლობა"(2005) ავტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "სოციალური ჯგუფისადმი განწყობა და კონფორმულობა", დაიცვა 1976 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა – "უმრავლესობის და უმცირესობის ურთიერთობის ფსიქოლოგიური კანონზომიერებები", დაიცვა 1992 წელს.

· აშშ სამეცნიერო და სასწავლო პროგრამების მონაწილეთა ასოციაცია, პრეზიდენტი (1998-);

· გამოყენებითი ფსიქოლოგიის მსოფლიო ასოციაცია, წევრი;

· მსოფლიო ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა ასოციაცია, წევრი;

· პოლიტიკური ფსიქოლოგიის მსოფლიო ასოციაცია, წევრი;

· საერთაშორისო ცენტრი "განათლება მშვიდობისათვის", პრეზიდენტი (2002-);

· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020);

· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება“, წევრი (2016-);

· საქართველოს მე–6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008);

· საქართველოს მე–8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-);

· საქართველოს მე–8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2012-);

· საქართველოს მე–8 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2012-);

· საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება, წევრი;

· საქართველოს ქალთა პარტია- "სამართლიანობისა და თანასწორობისათვის", თავმჯდომარე (2008-);

· საქველმოქმედო ასოციაცია "მეგზური–პრომეთე", ვიცე–პრეზიდენტი (1990-1998);

· ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია , წევრი;

· ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის პოლიტიკური საბჭო, წევრი.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

· 1978 წელი - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამართლის ინსტიტუტის პრემია, წლის საუკეთესო თანამშრომელი.

ბიბლიოგრაფია:

· ფსიქოსოციალური დახმარება კრიზისულ სიტუაციებში: დამხმარე სახელმძღვანელო (თანაავტორი);

· სოციალური გავლენების ფსიქოლოგია (ავტორი);

· ახალი ადამიანის აღზრდა და ჰარმონიული განვითარება (ავტორი).

პროფილებიპროფილები