27.08.2026 / 20:23პრემიერი - მამუკა მდინარაძის პოზიცია იყო, რომ დამღლელია საქმიანობა, რომელშიც ვართ ჩართული, ვგულისხმობ, ფსიქოლოგიურ სტრესს, რომელიც პოლიტიკურ საქმიანობასთან არის დაკავშირებული - ჩვენ გაგებით მოვეკიდეთ
27.08.2026 / 19:50ირაკლი კობახიძე - მამუკა მდინარაძეს ეკუთვნის მხოლოდ მადლობა, სამწუხაროა გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო - გვქონდა კონსულტაციები ბიძინა ივანიშვილთან, ჩვენ ვცადეთ, ის დაგვერწმუნებინა საპირისპირო გადაწყვეტილებაში, თუმცა მას მყარი პოზიცია ჰქონდა
27.08.2026 / 16:15გრიგოლ გეგელია - არ ვიცი, რა შეავსებს იმ დიდ დანაკლისს, რასაც ბატონი მამუკას წასვლა უქმნის თითოეულ იმ რეგიონს, რომელშიც მთელი რამდენიმე დღე იმუშავა - ასევე, საინტერესოა, წაიღებს თუ დატოვებს იმ ჩინ-მედლებს, რამდენიმე კილოს, რომელიც ძმაკაცმა დაურიგა
27.08.2026 / 15:54თაზო დათუნაშვილი - არ მგონია, რომ მდინარაძის წასვლა ღარიბაშვილის წერილებს უკავშირდებოდეს, რადგან მისი პოლიტიკური დეგრადაცია ბევრად უფრო ადრე დაიწყო - ავტოკრატიის კარზე ჩვეულებრივი კანიბალიზმია!
27.08.2026 / 15:16ლაშა ფარულავა - მამუკა მდინარაძე გაუშვა ივანიშვილმა - ვერაფერმა უშველა, ვერც ირაკლი კობახიძის პროტექციამ, ვინაიდან მას დაუმტკიცეს საერთო კორუფციული ყულაბიდან ფულის მოპარვა, კრიპტოანგარიშებზე ფულის გადარიცხვა
27.08.2026 / 15:12გია ხუხაშვილი - მდინარაძის გადადგომა არის კობახიძის საბოლოოდ ჩარეცხვის პრელუდია - კობახიძე არის სახლში მარტოდ დარჩენილი ბავშვი
27.08.2026 / 14:34მამუკა მდინარაძე - სადაც საჭირო იყო, ყოველთვის იქ ვიყავი - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას გავეცალე?! რეგიონებში ჩემი საქმე იყო მენეჯმენტი და მენეჯერი სხვაც მოიძებნება, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მე ჩემი გავაკეთე
27.08.2026 / 14:21მამუკა მდინარაძე - ვესაუბრე ირაკლი კობახიძეს, ბიძინა ივანიშვილს და ჩვენ სამს შორის შედგა საუბარი, რომ მე მირჩევნია გავიწიო - ეს იყო ჩემი ინიცირებული და შემიძლია გითხრათ, რომ მათგან თავიდან არ იყო დათანხმება, მაგრამ დავარწმუნე, რომ ჩემთვის ასე სჯობდა
26.08.2026 / 20:13სალომე ზურაბიშვილი - ღარიბაშვილს რაღაც უნდა, რაღაცას ცდილობს, მაგრამ ბოლომდე ვერ ბედავს - რეჟიმის წარმომადგენლები კი თავადვე ამბობენ, რომ მათ შორის არიან კორუმპირებულები, მოღალატეები, ერთმანეთს აბეზღებენ, რეჟიმი ჩქარი ტემპით მიდის დასასრულისკენ
26.08.2026 / 13:12თამარ კეკენაძე მარტა კოსის განცხადებაზე - „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროინტეგრაცია 2 წლის წინ გააჩერა და სასაცილოა ვითომ წუხილი, რატომ არ ვესწრებით გაფართოების საკითხზე ღონისძიებებს - სანამ ეს ხელისუფლება იქნება, ევროპულ ინტეგრაციას მომავალი არ აქვს
25.08.2026 / 21:32ნინო დოლიძე - ირაკლი ღარიბაშვილიც კი ადასტურებს, რომ სახელმწიფო და მისი ყველა შტო მიტაცებულია, ყველა გადაწყვეტილებას იღებს ერთი კაცი და გადაწყვეტილებები პოლიტიკურად მოტივირებულია
25.08.2026 / 18:14რატი იონათამიშვილი - ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე შეტევა და სიცრუის გავრცელება გარე ძალების აგენტებით დაკომპლექტებული ადგილობრივი რადიკალური ოპოზიციის საქმიანობის მნიშვნელოვანი კომპონენტია
25.08.2026 / 16:13ირაკლი ფავლენიშვილი - ლარსის გამშვები პუნქტი ივანიშვილმა მორდორის კარიბჭედ აქცია და რუსეთის მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი სწორედ აქედან შემოდის - რომ არ ავასრულებინოთ ჩანაფიქრი: საქართველო ქართველების გარეშე, აუცილებელია სისტემის დემონტაჟი
25.08.2026 / 15:58თაზო დათუნაშვილი - ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ჰერმეტულად იკეტება - მთელი ქონება, რაც ბრიტანული იურისდიქციის ქვეშ ოფშორულ ზონებში ჰქონდა დარეგისტრირებული, საქართველოში წამოიღო
25.08.2026 / 14:39ლევან გოგიჩაიშვილი - ღარიბაშვილის ტრაგედია ისაა, რომ მასზე, როგორც კორუმპირებულზე საუბრობს კალაძე, ყველაზე კორუმპირებული - დიდი ინტერესია, რაში უნდა ამხილოს სისტემა, თორემ, ფულს რომ იპარავდა, ივანიშვილი უმრავლესობის სხდომაზე გვიყვებოდა
24.08.2026 / 14:19ნიკა გვარამია ირაკლი ღარიბაშვილს - არ ამხელ ივანიშვილს, არ მოყვები მისი დანაშაულების შესახებ და მარტო შენი ისტორიებით გაერთობა ერი, ბოლომდე მასხარად გაგხდის - ვის უფრთხილდები და რას ელოდები? ბოლობოლო, შური მაინც იძიე