ოთარ კახიძე

ოთარ კახიძე

ყოფილი დეპუტატი

დაბადების თარიღი: 07.07.1983

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

მუშაობდა: 2005-2009 წწ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, პროექტის ასისტენტად, საპარლამენტო მდივანად; 2009-2012 წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ, ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსად, მინისტრის მოადგილედ; 2012-2013 წწ. თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტში იურისტად, ლექტორად; იყო პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსი მკვლევარი; 2013-2016 წწ. "ბიჯიაი ლეგალ" დირექტორი, პარტნიორი.

· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020);

· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო", ფრაქციის თავმჯდომარე (2017-);

· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - საქართველოს წინსვლისთვის", წევრი (2016-2017).

პროფილებიპროფილები