კახა კალაძე

კახა კალაძე

თბილისის მერი

დაბადების თარიღი: 27.02.1978

დაბადების ადგილი ქ. სამტრედია. 2003 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. იყო საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი. თამაშობდა მარცხენა და ცენტრალურ მცველად. 1996-2012წწ. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრი; 1998-2001წწ. საფეხბურთო კლუბი "დინამო კიევი"; 2001-2010წწ. იტალიური საფეხბურთო კლუბი "მილანი"; 2010-2012წწ. კლუბი "ჯენოა". 2012-2016 საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი/ვიცე-პრემიერი; 2017 წელს არჩეულ იქნა ქალაქ თბილისის მერად.

· პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭო, წევრი (2011-);

· საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი "კალა კაპიტალი", დამფუძნებელი (2007-);

· საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2012);

· საქველმოქმედო ფონდი "კალა ფონდი" , დამფუძნებელი (2008-);

· სს "პროგრეს ბანკის" სამეთვალყურეო საბჭო, წევრი (2008-).

ჯილდოები, პრემიები და პრიზები:

· 2011 - საქართველოს წლის ფეხბურთელი;

· 2007 - საქართველოს წლის ფეხბურთელი;

· 2005 - საქართველოს წლის ფეხბურთელი;

· 2002 - საქართველოს წლის ფეხბურთელი;

· 2000 - საქართველოს წლის ფეხბურთელი;

· ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი.

პროფილებიპროფილები